30 დეკემბერი, 2014
დღეგრძელობის ელექსირი - ართრიტის, ასთმის, ბრონქიტის, კუჭის წყლულის მკურნალობა
მხოლოდ არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ალუბლის წვენი - სიცოცხლის ელექსირია. მასში სხვა ხილთან შედარებით ანტიოქსიდანტების ყველაზე მაღალი დონეა. ნივთიერებები, რომლებიც ალუბლის შემადგენლობაშია, ასტიმულირებენ უჯრედებს, არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას და შესანიშნავად ებრძვიან სტრესს.
ალუბლის წვენი ამცირებს ტკივილს ართრიტების დროს, აქვეითებს დიაბეტის რისკის ფაქტორებს, აუმჯობესებს მეხსიერებას და აფერხებს დაბერების პროცესს.

1) ალუბალი ართრიტის სამკურნალოდ.

1 ჭიქა კურკაგამოცლილ ალუბალს დაასხით 1 ჭიქა ცხელი რძე და გააჩერეთ 15 წუთი. დალიეთ ჭიქის ½ თბილი სასმელი ყლუპებით დღის განმავლობაში.
დარჩენილი რძე შეინახეთ მაცივარში და გამოყენების წინ შეათბეთ. მკურნალობის კურსი - 14 დღე. ეს რეცეპტი ასევე ეფექტურია ბრონქიტის და ბრონქიალური ასთმის დროს.

2) ალუბლის ყუნწების ნახარშს გააჩნია შარდმდენი თვისებები და დაბლა წევს მაღალ წნევას.

10 გ ალუბლის ყუნწებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 40 წუთი და დალიეთ თბილი ნაყენი დღის განმავლობაში. მიიღეთ წნევის დარეგულირებამდე.

3) უძველესი დროიდან კუჭის წყლულს მკურნალობდნენ ალუბლის გამხმარი ფესვებით.

0,5 ჭიქა წვრილად დაჭრილ ფესვებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 4-5 საათი, შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და 15 წუთი ადუღეთ. გადმოდგით და კიდევ 1 საათის განმავლობაში დააყენეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე. კურსი - 14 დღე.

4) ცხვირიდან სისხლდენის დროს დააქუცმაცეთ ალუბლის ფოთლები და გამოიყენეთ ტამპონების სახით.

ალუბალი გაყინვის დროს კარგავს სასარგებლო ნივთიერებების მხოლოდ 10-12%, ხოლო კომპოტების ხარშვის დროს - 15%-მდე. დაკონსერვირებული კომპოტები და მურაბაც სასარგებლოა, ვინაიდან ინარჩუნებენ სამკურნალო თვისებების 80%.

კესო ლაღიძე




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ქეტინო
ისე როგორც არტრიტზე---ხომწერია ასევე გამოიყენება ასტმის დროსაცო
15:34 / 26-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნესტან სილაგაძე
გთხოვთ დაგვიწერეთ, ასთმის შემთხვევაში როგორ უნდა მივიღოთ ?
22:46 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS