ალუბლის წვენი ამცირებს ტკივილს ართრიტების დროს, აქვეითებს დიაბეტის რისკის ფაქტორებს, აუმჯობესებს მეხსიერებას და აფერხებს დაბერების პროცესს.
1) ალუბალი ართრიტის სამკურნალოდ.
1 ჭიქა კურკაგამოცლილ ალუბალს დაასხით 1 ჭიქა ცხელი რძე და გააჩერეთ 15 წუთი. დალიეთ ჭიქის ½ თბილი სასმელი ყლუპებით დღის განმავლობაში.
2) ალუბლის ყუნწების ნახარშს გააჩნია შარდმდენი თვისებები და დაბლა წევს მაღალ წნევას.
10 გ ალუბლის ყუნწებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 40 წუთი და დალიეთ თბილი ნაყენი დღის განმავლობაში. მიიღეთ წნევის დარეგულირებამდე.
3) უძველესი დროიდან კუჭის წყლულს მკურნალობდნენ ალუბლის გამხმარი ფესვებით.
0,5 ჭიქა წვრილად დაჭრილ ფესვებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 4-5 საათი, შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და 15 წუთი ადუღეთ. გადმოდგით და კიდევ 1 საათის განმავლობაში დააყენეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე. კურსი - 14 დღე.
4) ცხვირიდან სისხლდენის დროს დააქუცმაცეთ ალუბლის ფოთლები და გამოიყენეთ ტამპონების სახით.
ალუბალი გაყინვის დროს კარგავს სასარგებლო ნივთიერებების მხოლოდ 10-12%, ხოლო კომპოტების ხარშვის დროს - 15%-მდე. დაკონსერვირებული კომპოტები და მურაბაც სასარგებლოა, ვინაიდან ინარჩუნებენ სამკურნალო თვისებების 80%.
კესო ლაღიძე