24 დეკემბერი, 2014
5 პროდუქტი იდეალური სილამაზისთვის – მიუსლი, თევზი, ზეითუნის ზეთი...
„მიუსლი“ ნებისმიერი ტიპის კანის, თმისა და ფრჩხილებისათვის

ციურიხის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში ასი წლის წინ შექმნეს უჩვეულო კერძი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა თხილეული, ლიმონის წვენში დამბალი შვრია, გახეხილი ვაშლი, ჩირეული და წყალი. ამ კერძს „მიუსლი“ უწოდეს, რაც ქართულად ფაფას ნიშნავს. „მიუსლის“ სილამაზის ფაფასაც უწოდებენ. იგი შეიცავს A, PP, B ჯგუფის ვიტამინებს, ფოლისა და ნიკოტინის მჟავებს, კალციუმსა და რკინას. ეს აუცილებელი, შეუცვლელი ნაკრებია, რომელიც აუმჯობესებს სახის კანის ფერს, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას.

ზეითუნის ზეთი და თევზეული მშრალი კანის,
თმისა და ფრჩხილებისათვის

ცნობილია, რომ ბერძენ და თურქ ქალბატონებს კანის პრობლემები თითქმის არ აწუხებთ. მათ არავეულებრივი თმა და მაგარი, ჯანმრთელი ფრჩხილები აქვთ. დიეტოლოგები ამას ზეითუნის ზეთს „აბრალებენ“, რომელსაც ბერძენი და თურქი ქალები თითქმის ყველა კერძს უმატებენ. ეს მცენარეული ზეთი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით _ ომეგა-3-ითა და ომეგა-6-ით, რომლებიც პასუს აგებენ კანის თვითდატენიანებაზე და ძირითად როლს ასრულებენ თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის აღდგენაში.
სასარგებლო ამინომჟავებით მდიდარია თევზის ცხიმიანი სახეობები. იმისთვის, რომ გაააქტიუროთ კანის, თმისა და ფრჩხილების გამაჯანსაღებელი პროცესი, ყოველდღიურად ორი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (სალათებში, შეწვის დროს) და 200 გრამი თევზი უნდა მიირთვათ.

კეფირი ცხიმიანი კანისთვის

ეს რძის პროდუქტი ბიფიდო და ლაქტობაქტერიებს შეიცავს. ბიფიდობაქტერიები ორგანიზმს იმუნური სისტემის აღგენაში ეხმარება. ლაქტობაქტერიები კი პასუხს აგებენ ორგანიზმის მიერ ვიტამინების შეთვისებასა და კანში Q ვიტამინის წარმოქმნაზე (სწორედ ეს ვიტამინი გამოიყენება ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებში). თუ ორგანიზმს ეს ბაქტერიები აკლია, ვიტამინები ცუდად შეითვისება, დაცვის უნარი ქვეითდება. ეს კი, პირველ რიგში, კანზე აისახება, განსაკუთრებით _ ცხიმიანზე, რომელიც ჩირქოვანი ანთებითი პროცესებისა და აკნესადმია მიდრეკილი. დაქვეითებული იმუნიტეტი ამწვავებს კანზე მიმდინარე ანთებით და ჩირქოვან პროცესებს. ორგანიზმისათვის ბიფიდო და ლაქტობაქტერიების ნორმალური მიწოდებისათვის აუცილებელია, დღეში 1-2 ჭიქა კეფირი მიირთვათ.

ნუში ფრჩხილებისათვის

ნუშსა და სხვა თხილეულში ბევრი თუთიაა. მისი ნაკლებობა ფრჩხილებზე თეთრი ლაქების, ნაპრალების, აშრევების მიზეზი ხდება. ამის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, დღეში ნახევარი ჭიქა ნუში მიირთვათ. თუთია არამარტო ძვლის შემადგენლობაზე მოქმედებს, არამედ ნივთიერებათა ცვლაზეც, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS