24 დეკემბერი, 2014
ვჭამოთ თუ არა ხორცი
ცხიმიანი ხორცი დიდი რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინს
საახალწლო სუფრა ტრადიციულად მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ეს ის პერიოდია, როცა ყველაზე ნებისყოფიანი ადამიანებიც კი არღვევენ დიეტას, რომელსაც ჯანმრთელობისა თუ სილამაზის შესანარჩუნებლად იცავენ. მაშ ასე, ვჭამოთ თუ არა ცხიმიანი ხორცი, რით არის ის მავნე და სასარგებლო?

ცხიმიანი ხორცი დიდი რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინს, რომლის ჭარბი მოხმარებაც მიოკარდიის ინფარქტისა და ათეროსკლეროზის განვითარების რისკს ზრდის. გარდა ამისა, სანამ ხორცის კერძი სუფრაზე მოხვდება, ის მრავალგზის მუშავდება, რაც ჯანმრთელობისთვის არცთუ სასარგებლოა.

მეორე მხრივ, ვეგეტარიანელები ხორცზე უარის
თქმით რისკავენ, რადგან შესაძლოა, მათ რკინადეფიციტური ანემია განუვითარდეთ.

თევზეულის გამორიცხვით ორგანიზმს კარგად შეთვისებადი ცილები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, ასევე ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები აკლდება, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჰიპერტონიის პროფილაქტიკაში.

რაციონი- ეს თითოეული ადამიანის პირადი საქმეა. კამათი იმაზე, მივირთვათ თუ არა ხორცი, დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა არჩევანი თავად უნდა გავაკეთოთ.

რაც შეეხება სადღესასწაულო სუფრას, მთავარია, ზომიერება დაიცვათ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში კი აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS