ნიღაბი განსაკუთრებით მაშინ გამოგადგებათ, თუ ღირსშესანიშნავი დღე გელოდებათ. ის მომენტალურად გამოასწორებს თქვენი კანის ფერს, დააცხრობს შეშუპებას, გაათანაბრებს და გაამკვრივებს მას.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ბრინჯი, შვრიის ფანტელი, ნიგოზი, ბანანი, წყალი.
ვამზადებთ შემდეგნაირად: ყავის საფქვავში წმინდად (ფქვილისებურად) ვფქვავთ 70-50 გრ ბრინჯს, იქვე ვფქვავთ ცოტაოდენ შვრიის ფანტელს და კანგაცლილ ორ ლებან ნიგოზს. ყველა დაფქული ინგრედიენტი გადაიტანეთ მოსახერხებელ ჭურჭელში (იმისათვის, რომ მარტივად აურიოთ).
აიღეთ დაახლოებით 3-4 სმ ბანანის
სანამ ნიღაბს დაიდებდეთ, მოგიწევთ პატარა პროცედურის ჩატარება. გააკეთეთ გვირილის ნაყენი და დაიორთქლეთ ამ ნაყენზე 7-10 წუთის განმავლობაში სახე. შემდეგ გაიკეთეთ მსუბუქი პილინგი რბილი სკრაბით და დაიდეთ მომზადებული ნიღაბი 20-25 წუთის განმავლობაში.
იხილეთ გაგრძელება