23 დეკემბერი, 2014
თალგამი- ჭორფლის, ბრონქიტის, კატარის და ნახეთქი ჭრილობების წინააღმდეგ
თალგამი შეიცავს უამრავ ვიტამინთან ერთად ძლიერ ანტიმიკრობულ ნივთიერებებს. თალგამის წვენი თაფლით (ან შაქრით) უებარია ბრონქიტისა და ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს.

წვენის მომზადების ორი მეთოდი არსებობს: პირველი - თალგამს ამოუღებენ გულს, მის ადგილას ჩაასხამენ თაფლს ან ჩაყრიან შაქარს. რამდენიმე საათის შემდეგ წვენი გამოიყოფა; უნდა დალიოთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ. არსებობს მეორე, უფრო ეკონომიური მეთოდი - გაფცქვნილ თალგამს დაჭრიან წვრილად, ჩაყრიან ჭურჭელში, დააყრიან შაქარს (ან დაასხამენ თაფლს). რამდენიმე საათში წვენი გამოიყოფა, თანაც უფრო მეტი, ვიდრე
პირველი მეთოდის შემთხვევაში.

Rating

თალგამისგან ამზადებენ გარეგან სამკურნალო საშუალებასაც მიოზიტისა და ნახეთქი ჭრილობების სამკურნალოდ. ამისათვის თალგამის წვენს შეურევენ სპირტს ან მარილს.

თალგამის დანაყილი თესლები (ცოტა წყალთან ერთად) კარგია წყლულების და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ. სხვათა შორის, თალგამის წვენი, ისევე როგორც პირშუშხასი, აქრობს ჭორფლს. ამისათვის იყენებენ თალგამის ფესვების სპირტხსნარს, მაგრამ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების შემთხვევაში (წყლულოვანი დაავადებები, მწვავე კოლიტი) უმჯობესია თალგამი რაციონიდან ამოიღოთ, რადგან საკმაოდ უხეში უჯრედისი აქვს; თუმცა ეს თაფლიან წვენს არ ეხება.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS