20 დეკემბერი, 2014
სახის გამაახალგაზრდავებელი მკვებავის რეცეპტი იოდით - ასწორებს ნაოჭებს, წმენდს ფორებს
საოცარი გამაახალგაზრდავებელი კრემი ღრმად ატენიანებს და კვებავს კანს, ასწორებს ნაოჭებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, წმენდს ფორებს და აშორებს მკვდარ უჯრედებს.

მკვებავისთვის დაგჭირდებათ:

1 ს.კ. თაფლი
1 ჩ.კ. ვაზელინი
1 წვეთი იოდი
1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი

კრემი მზადდება ძალიან მარტივად:


შუშის ან კერამიკის ჭურჭელში ჩაასხით 1 წვეთი იოდი - სწორედ 1 წვეთი, მეტი არა! შემდეგ დაუმატეთ თაფლი, ვაზელინი, აბუსალათინის ზეთი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. გამაახალგაზრდავებელი მკვებავი აუცილებლად წაისვით გაწმენდილ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთიდან 2 საათამდე -
გააჩნია რამდენი დრო გაქვთ. ნარჩენები მოიშორეთ ქაღალდის ხელსახოცით. საოცარი მკვებავი ინახება ნებისმიერ ადგილას არა უმეტეს 1 თვის.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ქეტინო
მე კი ვიცი რომ აბუსალატინის ზეტი სახეზე ლაქეფს აუფერულებს ეს აქ ინტერნეტსჰი არა დზველ ხალხურ სამედიცინო წიგნსჰი მაქვს წაკიტხული
22:08 / 30-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მირა
აბუსალათინი მხოლოდ თვალის ირგვლილ შეიძლება,სახეზე თმა ამოყავს
22:06 / 30-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მირა
ესეთი რამე არც მოსინჯოთ,თმები ამოყავს აბუსალათინს და ვაზელინს
22:02 / 30-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
საიდან მოაქვს ამ კესო კაღიძეს ამდენი სისულელე, ხსნ ღორის ქონის გარევა გვირჩის, ხან ვაზელინი :) აბუსალათინს მართლაც ამოყავს თმა. აჯიკაც ხომ არ გვეცადა, კაი მეგრული ცხარე აჯიკა... :D
07:41 / 24-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა,რაღაცას რომ წერთ თქვენ უნდა გადაამოწმოთ,ნიორსა და ხახვსაც ამოჰყავს თმა, მაგრამ სახის ნიღბებშიც იყენებენ,ეგ სულ სხვა რამეა
22:15 / 20-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რას წერენ არ უნდა გადაამოწმონ? აბუსალათინის ზეთი თმების გასაზრდელად და გასახშირებლად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში და აქ სახეზე წასასმელად წერია. ვაზელინზეც გამიგია რომ თმა ამოჰყავს.
18:26 / 20-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ყოველდგე უნდა წავისვად ეს კრემი?
18:19 / 20-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS