1 ს.კ. ქატოს დაასხით 4 ს.კ. მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და დააყენეთ 10 წუთის განმავლობაში. დილით უზმოზე დალიეთ 1 ჭიქა თბილი წყალი და 15-20 წუთის შემდეგ მიიღეთ მზა ქატო. ამაში მდგომარეობს მთელი მკურნალობა. კურსი - 1 თვე.
უკვე დაახლოებით 15-20 წუთში შეგიწყდებათ ცხვირიდან და თვალებიდან გამონადენი, ამის გარდა ქატო სასარგებლოა არა მხოლოდ ალერგიის დროს. მას გამოყავს ტოქსინები ორგანიზმიდან, არეგულირებს კუჭნაწლავის სისტემის მუშაობას და კურნავს დისბაქტერიოზს.
2. 2 ს.კ. გამხმარი ჭინჭარი მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 2-3 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ½ ჭიქა 5-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე. კურსი - 3 კვირა.
3. ბრონქიალური ასთმის დროს. ეს რეცეპტი ხანგრძლივი გამოყენებისაა - ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით, სამაგიეროდ ძალიან ეფექტურია და სამუდამოდ გაგანთავისუფლებთ ბრონქიალური ასთმისაგან.
3-ლიტრიან ქილაში მოათავსეთ 1კგ წვრილად დაჭრილი ნიორი, დაასხით 1 ლ მდგარი წყალი და დააყენეთ ბნელ ადგილას 1 თვის განმავლობაში. 1 ჩ.კ. მზა ნარევი გახსენით 1 ჭიქა ცხელ რძეში და დალიეთ დილით უზმოზე 30 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი - ნარევის დამთავრებამდე. მკურნალობის პერიოდში ეცადეთ არ გამოტოვოთ არცერთი დღე.