18 დეკემბერი, 2014
ალერგიის მკურნალობა ქატოს საშუალებით
1. ალერგიების უმეტესობისთვის ყველაზე ეფექტურ და მარტივ მეთოდს წარმოადგენს ჩვეულებრივი ქატო.

1 ს.კ. ქატოს დაასხით 4 ს.კ. მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და დააყენეთ 10 წუთის განმავლობაში. დილით უზმოზე დალიეთ 1 ჭიქა თბილი წყალი და 15-20 წუთის შემდეგ მიიღეთ მზა ქატო. ამაში მდგომარეობს მთელი მკურნალობა. კურსი - 1 თვე.
უკვე დაახლოებით 15-20 წუთში შეგიწყდებათ ცხვირიდან და თვალებიდან გამონადენი, ამის გარდა ქატო სასარგებლოა არა მხოლოდ ალერგიის დროს. მას გამოყავს ტოქსინები ორგანიზმიდან, არეგულირებს კუჭნაწლავის სისტემის მუშაობას და კურნავს დისბაქტერიოზს.
ქატო შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი რაოდენობის და წლის ნებისმიერ დროს.

2. 2 ს.კ. გამხმარი ჭინჭარი მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 2-3 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ½ ჭიქა 5-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე. კურსი - 3 კვირა.

3. ბრონქიალური ასთმის დროს. ეს რეცეპტი ხანგრძლივი გამოყენებისაა - ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით, სამაგიეროდ ძალიან ეფექტურია და სამუდამოდ გაგანთავისუფლებთ ბრონქიალური ასთმისაგან.

3-ლიტრიან ქილაში მოათავსეთ 1კგ წვრილად დაჭრილი ნიორი, დაასხით 1 ლ მდგარი წყალი და დააყენეთ ბნელ ადგილას 1 თვის განმავლობაში. 1 ჩ.კ. მზა ნარევი გახსენით 1 ჭიქა ცხელ რძეში და დალიეთ დილით უზმოზე 30 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი - ნარევის დამთავრებამდე. მკურნალობის პერიოდში ეცადეთ არ გამოტოვოთ არცერთი დღე.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნათელა
ნიოსი, თაფლი ს და ნიგოზს სიკვდილამდე მივყარვარ, რადგან მათი ჩამოთვლა წარმოუდგენელია, აგიხზნით რა შემიძლია ვჭამო. მჭადი, ყველი, მოხარშული კარტოფილი და მოხარშული ბრინჯი,შემიძლია მოხარშული ხორცი მაგრამ ხორცს საერთოდ არ ვჭამ. ყველაზე ცუდად მოქმრ~ედებს ნიგოზი, ნიორი და თაფლი, თუმცა არც სხვა მაყრის კარგ დღეს, ტხოვთ მასწავლოთ ისეთი წამალი, რომელიც სხვა დაავადებას არ იწვევს. ლამის თავი მოვიკლა, პამიდორი მენატრება, ხილიდან მხოლოდ მწვანე მსხალს,ცოტა ლეღვს, შავ ქლიავს. და შემიძლია ვჭამო კიტრი, რა წამალი ვიხმარო რომ დამიცვას ამ ვერაგული დაავადებისაგან.
22:54 / 15-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS