17 დეკემბერი, 2014
ნაწლავების გაწმენდა მარილიანი წყლით - პროცედურა ჩაიტარეთ წელიწადში ერთხელ
1 ლ სუფთა წყალში გახსენით 1 ს.კ. ზღვის ან ჩვეულებრივი მსხვილი მარილი. სწორედ ასეთი ხსნარი ყველაზე კარგად მოერევა ორგანიზმში დაგროვებულ ტოქსინებს.

ნაწლავების გაწმენდის პროცედურა უმჯობესია ჩაიტაროთ დილით, როცა ის ნაკლებად არის დატვირთული და რასაკვირველია უზმოზე, საკვების მიღებამდე. თბილი მარილიანი წყალი (რეკომენდებული ტემპერატურა შეადგენს 40 გრადუსს) უნდა დალიოთ ერთბაშად. თავიდან საკმარისია 1-2 ჭიქა, შემდეგ მშვიდად იჯექით და ყური უგდეთ თქვენს შეგრძნებებს.

ნუ განიცდით თუ გაგიჩნდათ მსუბუქი გულის რევის შეგრძნება, დისკომფორტი ნაწლავების არეში ან უმნიშვნელო სისუსტე. ეს
სიმპტომები სრულიად ნორმალურია და დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, როდესაც გაგიჩნდებათ ნაწლავების განთავისუფლების სურვილი, სიმპტომები თავისთავად გაქრება და აღარ შეგახსენებენ თავს.

მარილიანი წყლით ნაწლავების ხარისხიანი გაწმენდისთვის საჭირო იქნება კიდევ რამდენიმე ჭიქის დალევა. საერთო ჯამში თქვენი ამოცანაა - ეტაპობრივად 10-12 ჭიქა მარილიანი წყლის დალევა. იდეალურ შემთხვევაში, პროცედურის ჩატარების ბოლოს ორგანიზმიდან გამოსული წყალი უნდა იყოს სუფთა.

პროცედურის დამთავრებიდან 1 საათის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ. სასურველია მიიღოთ მსუბუქი საკვები, მაგალითად მოხარშული ბრინჯი, წყალზე დამზადებული ფაფა ან ბოსტნეულის სუპი. სასმელებიდან შეგიძლიათ მიიღოთ ჩირის ნახარში ან მინერალური წყალი გაზის გარეშე. დალიეთ მცირე ყლუპებით.

ამ პროცედურის ჩატარება წელიწადში ერთხელაა სასურველი.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ირინა
ამ საოცრების წყალობით დედა ცოცხალი და ჯანმრთEლი მყავს. უკვე მე-7 წელია ყოველდგიურად აკეთებს. წონაში 25 კილო მოიკლო წელიწადში.ერთ ლიტრ დუღარეს პლუს სუფრის კოვზი მარილი პლუს ლიმონი. დღის განმავლობაში 2ლიტრი ცხელი წყალი. საღამოს 20:00მდე. მეც არაერთხელ ჩAვიტარე ეს კურსი.. ყველას გირჩევთ და გისურვებთ ჯანმრთელობას..
20:20 / 01-02-2015
გამოხმაურება / 0 /
უბრალოდ მე

20:19 / 01-02-2015

19:54 / 01-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
1 ლტ წყალში გახსნილი, 1 ს.კ. არ იქნება ისეთი მლაშე რომ რამე მოგვივიდეს, ოდნავ მარილიანი იქნება, 12 ჭ იქა მთელი დღე უნდა დალიო და არა ერთბაშად. ისე მარილიანი წყალი მოწამლულზეც ძალიან კარგია, კარგად წმენდავს ნაწლავებს.
15:57 / 31-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
დიდი სისულელეა,გავრისკე დავლიე და დედის რძესავით შემერგო.არანაირი შედეგი არ მოჰყვა.
12:37 / 31-01-2015
გამოხმაურება / 0 /
კეკე
ძროხა ფაქიზოსავით გაიბერები 12 ჭიქა მარილ წყალი რომ დალიო ერთბაშად...
23:20 / 30-01-2015
გამოხმაურება / 1 /
Pat
ერთი ლიტრა საკმარისია
19:53 / 13-07-2020
ჯონი
კაი რა რა მოგკლავს რა მნიშვნელობა აქ 12 ჭიქა მარილიანი წყალი რო დავლიო ალბათ ჯერ ნარკოზი უნდა გამიკეთონ და მერე ძაბრით ჩამასხან
03:02 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS