ნაწლავების გაწმენდის პროცედურა უმჯობესია ჩაიტაროთ დილით, როცა ის ნაკლებად არის დატვირთული და რასაკვირველია უზმოზე, საკვების მიღებამდე. თბილი მარილიანი წყალი (რეკომენდებული ტემპერატურა შეადგენს 40 გრადუსს) უნდა დალიოთ ერთბაშად. თავიდან საკმარისია 1-2 ჭიქა, შემდეგ მშვიდად იჯექით და ყური უგდეთ თქვენს შეგრძნებებს.
ნუ განიცდით თუ გაგიჩნდათ მსუბუქი გულის რევის შეგრძნება, დისკომფორტი ნაწლავების არეში ან უმნიშვნელო სისუსტე. ეს
მარილიანი წყლით ნაწლავების ხარისხიანი გაწმენდისთვის საჭირო იქნება კიდევ რამდენიმე ჭიქის დალევა. საერთო ჯამში თქვენი ამოცანაა - ეტაპობრივად 10-12 ჭიქა მარილიანი წყლის დალევა. იდეალურ შემთხვევაში, პროცედურის ჩატარების ბოლოს ორგანიზმიდან გამოსული წყალი უნდა იყოს სუფთა.
პროცედურის დამთავრებიდან 1 საათის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ. სასურველია მიიღოთ მსუბუქი საკვები, მაგალითად მოხარშული ბრინჯი, წყალზე დამზადებული ფაფა ან ბოსტნეულის სუპი. სასმელებიდან შეგიძლიათ მიიღოთ ჩირის ნახარში ან მინერალური წყალი გაზის გარეშე. დალიეთ მცირე ყლუპებით.
ამ პროცედურის ჩატარება წელიწადში ერთხელაა სასურველი.
კესო ლაღიძე