16 დეკემბერი, 2014
ტიბეტური მედიცინა - ნიგვზის მკურნალი ბალზამი ძალის აღსადგენი საშუალება
კაკალი მცენარეული წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. თუ დილით 100 გრამ ნიგოზს შეჭამთ, ორგანიზმი საღამომდე დანაყრებული იქნება.

კაკლის გული და ფოთლები მდიდარია C, B1, B2 da PP ვიტამინებით, პროვიტამინი კაროტინით. მასში C ვიტამინი უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარში. 5 ცალ კაკალში ამ ვიტამინის დღიური ნორმაა. მასში ასევე ბევრია რკინა, კობალტი და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.

ნიგოზი 74% ცხიმისა და 21% ცილისგან შედგება. მის შემადგენლობაში შედის ამინმჟავების ნაკრები, რომელთა ნახევარი ა
დამიანის ორგანიზმში არ სინთეზირდება. ნიგოზი კუნთების ძალას ზრდის და დაღლას ხსნის. ფიზიკური დატვირთვის შემდეგ სასურველია, 3 ცალი ნიგოზი მიირთვათ.

ტიბეტური მედიცინის რეცეპტით, ყველსა და ქიშმიშთან შერეული ნიგოზი ნერვული სისტემის მატონიზებელი საშუალებაა. დაღლასა და თავის ტკივილს ამცირებს, გულის კუნთს ამაგრებს.

ნიგოზი ათეროსკლეროზის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. ნიგვზის 10 ლებანი და 2 კბილი დასრესილი ნიორი ერთმანეთში აურიეთ. 1 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი მოასხით და მიღებული მასით ბუტერბროდი გააკეთეთ.

ნიგვზის ბალზამი ოპერაციებისა და სტრესების შემდეგ აუცილებელია.

მომზადების წესი:

100 გრამი ალოეს ფოთოლი (ერთი კვირით ადრე უნდა მოიჭრას) გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და დაასხით ადუღებული 1,5 ჭიქა წყალი. საათნახევარი დადგით. შემდეგ გაწურეთ და 500 გრამი დაქუცმაცებული ნიგოზი და 300 გრამი თაფლი დაუმატეთ.

კარგად აურიეთ. მინის ჭურჭელში გადაიტანეთ, თავი მჭიდროდ მოუკარით და გრილ ადგილას შეინახეთ. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ, თითო სუფრის კოვზი მიიღეთ.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ინგა
წყალı ცıვı ტუ ცხელı უნდა დაესხას
13:27 / 21-01-2015
გამოხმაურება / 0 /
დალი
ვიცი დზალიან სასარგებლო და კარგი იქნება. მადლობტ
09:46 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS