ამ განცხადების ავტორი ბარბარა ფიალხოა, რომელიც ხშირად მონაწილეობს Victoria's Secret-ის ჩვენებებში. ბარაბარა ამტკიცებს, რომ მისი თმა ასე იმიტომ გამოიყურება, რომ სტილისტები ანთებული სანთლით ხშირად უწვავენ თმის ბოლოებს.
მოდელი ჟურნალისტებთან იმასაც აცხადებს, ამ მეთოდისთვის რომ არ მიმემართა ახლა თავზე იმ თმის ნახევარიც არ მექნებოდა რაც ახლა ჰქონდა. ბრაზილიური მედიის წარმომადგენლებმა ბოლომდე მაინც არ დაიჯერეს
ყველა მოდურმა ექსპერმა დაადასტურა თმის მოვლის ეს უცნაური ხერხი და მას რეკომენდაციაც კი გაუწიეს.
როგორც ირკვევა, სილამაზის ამ მეთოდს არა მხოლოდ ბარბარა მიმართავს. ამ ხერხით თმას უვლიან ასევე ალესანდრა ამბროსიო და იზაბელა ფონტანა.
თუმცა თვითნებურად მისი გაკეთება არ გაბედოთ და მხოლოდ გამოცდილ სტილისტებს ენდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდ შედეგს მიიღებთ.
კესო ლაღიძე