16 დეკემბერი, 2014
თმის მოწვა სანთლით - ახალი მოდა, რომელსაც ცნობილი სტილისტები უწევენ რეკომენდაციას
ბრაზილიელმა მოდელმა ჟურნალისტები გააოცა, როდესაც თავისი ულამაზესი ხვეული თმის საიდუმლო გაუმხილა. მოდელი ამტკიცებს, თუ გსურთ თმა მუდამ ფორმაში გქონდეთ, მისი მოწვაა აუცილებელიო.

ამ განცხადების ავტორი ბარბარა ფიალხოა, რომელიც ხშირად მონაწილეობს Victoria's Secret-ის ჩვენებებში. ბარაბარა ამტკიცებს, რომ მისი თმა ასე იმიტომ გამოიყურება, რომ სტილისტები ანთებული სანთლით ხშირად უწვავენ თმის ბოლოებს.

მოდელი ჟურნალისტებთან იმასაც აცხადებს, ამ მეთოდისთვის რომ არ მიმემართა ახლა თავზე იმ თმის ნახევარიც არ მექნებოდა რაც ახლა ჰქონდა. ბრაზილიური მედიის წარმომადგენლებმა ბოლომდე მაინც არ დაიჯერეს
მოდელის ნათქვამი და ეს ვერსია არაერთ მოდურ ბლოგერთან და ბრაზილიური Vogue-ს რედაქტორთან გადაამოწმეს.

ყველა მოდურმა ექსპერმა დაადასტურა თმის მოვლის ეს უცნაური ხერხი და მას რეკომენდაციაც კი გაუწიეს.

როგორც ირკვევა, სილამაზის ამ მეთოდს არა მხოლოდ ბარბარა მიმართავს. ამ ხერხით თმას უვლიან ასევე ალესანდრა ამბროსიო და იზაბელა ფონტანა.

თუმცა თვითნებურად მისი გაკეთება არ გაბედოთ და მხოლოდ გამოცდილ სტილისტებს ენდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდ შედეგს მიიღებთ.

კესო ლაღიძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლელა
შენ გაიხარე თამთა, როგორ გამაცინე :) როგორ ასულელებენ ამ ხალხს, ეს ვითომ ჟურნალისტები ))))
19:33 / 16-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თამთა
ამის დაწერა იქნებოდა ეხლა აქ?? ნახევარი თბილისი ივლის აწი სანახევროდ გადატრუსული თავით :))) ლეღვის ნახარშის არ იყოს :))
16:29 / 16-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS