აიღეთ 1ც. დიდი, მწიფე ლიმონი და 1 ჭიქა წყალი. ლიმონს გააცალეთ კანი და გაწურეთ. ცალკე ჯამში ჩაასხით წყალი, ლიმონის წვენი და ქერქი. ქერქი კარგად უნდა იყოს დაფარული წყლით. დადგით ჯამი მაცივარში 1 კვირით. ერთი კვირის შემდეგ მზა ნარევი გადაასხით პულივიზატორში და გამოიყენეთ.
ასეთი საშუალება მშვენივრად შეგინარჩუნებთ ვარცხნილობას. გარდა ამისა, მაღაზიის ანალოგებისგან განსხვავებით გააჩნია ნატურალური მოქმედება და მსუბუქი გრილი არომატი.