გრიპით დასნებოვნების შემთხვევაში, პირველ რიგში, ექიმს უნდა მიმართოთ. თუმცა, ექიმის დანიშნულებასთან ერთად, შეიძლება გამოიყენოთ მკურნალობის ხალხური რეცეპტებიც:
ასკილის ნაყენი - ასკილის გამხმარი ნაყოფი დააქუცმაცეთ და 5 სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი, ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დააყოვნეთ 8-10 საათი და გაფილტრეთ მარლაში. დალიეთ ყოველ 2-3
ცაცხვი და ძახველი - თითო წილი ცაცხვის ყვავილი და ძახველის ნაყოფი დააქუცმაცეთ, აურიეთ ერთმანეთში და 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5-10 წუთით, გაფილტრეთ, დალიეთ ცხელი ღამით 1-2 ჭიქა.
ჩვეულებრივი ჟოლო - გამოიყენება როგორც სხვა სამკურნალო ბალახებთან, ასევე დამოუკიდებლად. შაქრიანი ჟოლოს წვენი კარგია მაღალი სიცხის დროს. გამხმარი ნაყოფის ნაყენი შეგიძლიათ ასე მოამზადოთ: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ჟოლოს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და დააყოვნეთ 20 წუთი. თითო ჭიქა ცხელი ნაყენი დღეში 2-ჯერ მიირთვით.
კესო ლაღიძე