ვიწრო ჯინსის შარვალი - ვიწრო ჯინსის შარვალმა ან ზედმეტად მჭიდროდ მოჭერილმა ქამარმა შეიძლება უხეშად მოიყოლოს ნერვული დაბოლოებები, გამოიწვიოს სხეულის დაბუჟება და პრობლემები შეუქმნას.
მაღალი წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი - ფეხსაცმლის ვიწრო ცხვირი და მაღალი წვრილი ქუსლი უამრავ პრობლემას ქმნის _ კოჟრები, ნერვის დაზი
ტანგა - უხეშმა ნაკერებმა სხეულზე ხახუნისას შეიძლება კანი გააღიზიანოს, წარმოქმნას მიკრონახეთქები, რაც შემდგომში სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციის განვითარებას უწყობს ხელს. ხოლო სიცხისა და სექსუალური აქტიურობისას შეიძლება, ეს ინფექციები გართულდეს კიდეც.
ჰალსტუხი -მამაკაცის პერანგის ვიწრო საყელო და მჭიდროდ მოჭერილი ჰალსტუხი ხელს უშლის თავის ტვინის სისხლით მომარაგებას, რამაც შეიძლება მხედვლეობის დარღვევა, თავის ტკივილები და ყურებში ხმაური გამოიწვიოს.
პირსინგი - სპეციალისტების აზრით, პირსინგმა დაახლოებით 20% შემთხვევაში შეიძლება ბაქტერიული ინფექცია გამოიწვიოს.
კესო ლაღიძე