რა ნივთიერებებს შეიცავს კბილის პასტა?
1. კბილის პასტების უმრავლესობა შეიცავს ფტორს!
- ფტორი - განსაზღვრული რაოდენობით ნეიროტოქსინია. წლობით გროვდება ქსოვილსა
- ფტორით ინტოქსიკაციის სიმპტომები გაციების სიმპტომების მსგავსია - ქრონიკული დაღლილობა, კუნთოვანი სისუსტე.
2. დღესდღეობით ძალიან ხშირად არეკლამებენ შამპუნებს ნატრიუმის ლაურილსულფატის გარეშე. სამაგიეროდ ქაფიანობის გასაუმჯობესებლად კბილის პასტაში გამოიყენება ეს ნივთიერება დიდი რაოდენობით!
- ეს ნივთიერება სწრაფად აღწევს კანსა და ლორწოვან გარსში და გროვდება შიდა ორგანოებში.
- უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ნატრიუმის ლაურილსულფატი ახდენს ნეგატიურ გავლენას უნაყოფობაზე მამაკაცებში.
- მრეწველობაში ნატრიუმის ლაურილსულფატს იყენებენ როგორც მანქანების რეცხვის საშუალებას, ავტოფარეხებში იატაკის მოსარეცხად და ა.შ.
3. კიდევ ერთი სარეკლამო სატყუარა - ანტიბაქტერიული დანამატები.
- ყველაზე ხშირად ასეთი დანამატის სახით იყენებენ ტრიკლოზანს, რომელიც სპობს ბაქტერიებს პირის ღრუში. ამ დროს კი ნადგურდება როგორც მავნე, ასევე საჭირო მიკროფლორა.
- ეს ნივთიერებები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, ვინაიდან მათ ძალიან ხშირად ეყლაპებათ კბილის პასტა!
თვითონ დაამზადეთ კბილის პასტა ნატურალური ინგრედიენტებით! ეს ძალიან მარტივია!
- სოდა - შესანიშნავი ვარიანტია, 1 წვეთის წყალბადის ზეჟანგის დამატებით.
- თეთრი ან ცისფერი თიხა ხარისხიანად წმენდს კბილებს და იცავს ქვებისგან.
- აურიეთ ერთმანეთში 1 ს.კ. სუფრის მარილი, 1 ს.კ. სოდა, 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 1 ს.კ. დაფქული ევკალიპტის ფოთოლი. ასეთი კბილის პასტით ჩვეულებრივად გაიხეხეთ კბილები.
- 1 ჩ.კ. დაფქულ ზღვის მარილს დაამატეთ იმ რაოდენობის თაფლი, რომ მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის, ჩააწვეთეთ 2 წვეთი მიხაკის ეთერზეთი (შეიძლება შეცვალოთ ჩაის ხის, ქაფურის, პიტნის, ფიჭვის, ლავანდის) და გაიხეხეთ კბილები.
კესო ლაღიძე