05 დეკემბერი, 2014
''ოქროს რძე'' - უბრალო სასმელი, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია
''ოქროს რძე'' იმდენად სასარგებლო სასმელია, რომ არავის აწყენს თუ ყოველ საღამოს დალევს. ამ საოცრების მთავარი შემადგენლობა კურკუმაა. კურკუმას ფესვების და ფოთლების შემადგენლობაში შედის უამრავი ეფექტური ზეთი, რომელთა უკუჩვენების მოძებნა ძალიან რთულია. მას იყენებენ კიბოს უჯრედების წინააღმდეგ, რადგან უამრავ ანტიოქდსიდანტს შეიცავს.

გთავაზობთ ამ სასმელის შთამბეჭდავ დადებით მხარეებს:

* ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება
* ამაღლებს იმუნიტეტს
* გააჩნია ანტიკარცენოგენური თვისებები
* არეგულირებს ქოლესტერინს
* აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას
* კარგია ღვიძლის დეტოქსიკაციის დროს
* არეგულირებს ზედმეტ წონას
და ნივთიერებათა ცვლას
* აუმჯობესებს მეხსიერებასა და ტვინს მუშაობას
* ინიშნება კანის დაავადებების დროს
* კარგია ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობისას

ჯადოსნური სასმელის მთავარი კოზირია კურკუმას და წიწაკის ნარევი. შავი პილპილი შეიცავსს ნივთიერება პიპერინს, რომელიც კურკუმის აქტიურობას ორჯერ ზრდის.

მაშ ასე, როგორ ვამზადებთ ჯადოსნურ სასმელ ''ოქოს რძეს''...

დასაწყისისთვის ვამზადებთ კურკუმას პასტას.

დაგჭირდებათ:

¼ ჭიქა კურკუმას ფხვნილი
½ სუფრის კოვზი დაფქული წიწაკა
½ ჭიქა გაფილტრული წყალი

ჩამოთვლილი ინგრედიენტები აურიეთ და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ, და მუდმივად ურიეთ. ნარევი მოათავსეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში, არაა საჭირო ყოველდღე ახლის მომზადება.

უშუალოდ ''ოქროს რძე'' შემდეგნაირად მზადდება

1 ჭიქა ნუშის რძე (კანაფის ან ქოქოსის რძე ასევე კარგი ვარიანტია.)

1 ჩაის კოვზი ქოქოსის კარაქი

¼ ჩაის კოვზი კურკუმას ნარევი, რომელიც უკვე მოამზადეთ

თაფლი

ყველა ეს ინგრედიენტი თაფლის გარდა კარგად აურიეთ და შეათბეთ ისე, რომ არ ადუღდეს. გადმოდგის ცეცხლიდან და შემთბარ რძეს დაუმატეთ თაფლი გემოვნების მიხედვით. დაიმახსოვრეთ, რომ თაფლი არ უნდა ადუღდეს, რადგან ამ შემთხვევში ის დაკარგავს სასარგებლო თვისებებს.

ჯადოსნური რძე მზადაა, დალიეთ და გამოჯანმრთელდით.

მოუყევით ჯადოსნური სასმელის შესახებ თქვენს მეგობრებს და არ დაგავიწყდეთ, მათი გამასპინძლება.

კესო ლაღიძე




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ხათუნა
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/40216-%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%A2%E1%83%98/143/user:blednalici:show:channel
18:51 / 28-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეეეე კურკუმა რაღა ბედენაა და ასად იყიდებაა??
09:30 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
შორენა
სად ვიყიდო ან ნუშის რძე? ან ქოქოსის კარაქი?
12:58 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
Ramdenjer unda mivigot da ramden xans unda vsvat
23:45 / 08-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ეთო
თბილისში ყველგან სადაც სანელებლებია, ესეც იყიდება კურკუმას სახელით. ყოველდღიურად მოვიხმარ ჩაიში, ყავაში, წვნიან კერძებში. ძალიან სასარგებლო რამეა, ბევრი წამიკითხავს..
10:33 / 08-12-2014
გამოხმაურება / 0 /
turmeric
თორმერიკ-დაახლობით ასე გამოითქმის,მგონი ამ სახელით უფროა ცნობილი ირანულ და ინდურ სამზარეულოში
21:11 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ინგრედიენტების მიხედვით,ამას ,,უბრალოს,, ნამდვილად ვერ დავარქმევდი. :-)
12:06 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ყვითელი კოჭა, კურკუმა Curcuma Longa L – მცენარეა, რომლის გამშრალი, დაფქული ფესვი კულინარიაში სანელებლად გამოიყენება. ფართოდ მოიხმარენ მას აზიურ, განსაკუთრებით კი ინდურ სამზარეულოში. აქვს მუქი ყვითელი ფერი და ნაზი არომატი. მას უმატებენ როგორც ხორცისა და თევზისგან მომზადებულ კერძებს, ასევე ბოსტნეულსა და დესერტებს. ყვითელი კოჭა ზაფრანის მსგავსად გამოიყენება აგრეთვე კერძებისა და სხვადასხვა პროდუქტის შესაღებად. კურკუმა საქართველოში შედარებით ნაკლებად ცნობილი სანელებელია.
03:11 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნარგიზს
კურკუმა ფესვია,გარეგნულად წააგავს ჯანჯაფილს,იგივე კოჭას,მაგრამ რომ დაჭრით,სტაფილოსფერია შიგნიდან.დაწერეთ გუგლში kurkuma და ამოგიგდებთ სურათებს,მე საზღვარგარეთ ვცხოვრობ,და წონით იყიდება აქ.100გრ,ამში ვაძლევ 10 ლარს,დაახლოებით.... მე თვითონ ვიყენებ,სუპეპში.ყვითლად ღებავს სუპს,ვიყენებ ტკბილ ფლავშიც, გამოდის კაფსულებშიც,როგორც საკვები დანამატი,ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რუსული ხრენი,ხომ იცით,გაგისინჯავთ,ფესვია ისიც,აი იმდაგვარი გემო აქვს,მომწარო.....საქართველოში,იკითხეთ იქ,სადაც სანელებლები იყიდება,...არ იქნება ძვირი
02:18 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
რაიმე ადვილი რეცეპტი დადეთ,,ვის ააქვს ამდენი ინგრედიენტი ერთად?
01:14 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS