30 ნოემბერი, 2014
რატომ არის პაკეტის ჩაი სახიფათო თქვენი ჯანმრთელობისთვის
არსებობს აზრი, რომ ჩაი პაკეტებში მსოფლიოს აღმოუჩინა 1904 წელს ვინმე ვაჭარმა თომას სალივანმა. იმ ხანებში ჩაის ყიდიდნენ დიდ რკინის ქილებში, სალივანმა კი გადაწყვიტა, რომ ბევრად მოხერხებული იქნებოდა წვრილი დაფასოება და შესთავაზა ჩაის გაყიდვა პატარა აბრეშუმის ტომრებში. და ამ მომენტიდან პაკეტების ჩაიმ დაიწყო თავისი პოპულარობის მოპოვება. მაგრამ თომასი ვერც კი წარმოიდგენდა ჯანმრთელობისთვის რა ზიანის მოტანა შეუძლია ასეთი ჩაის გამოყენებას.

საუკუნეების შემდეგ ვაშინგტონის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს რა ზიანი მოაქვს პაკეტებით დაყენებულ ჩაის. უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გაანალიზეს სხვადასხვა
ხარისხის ჩაის ფოთლების ქიმიური შემადგენლობა და აღმოჩნდა, რომ სწორედ პაკეტების ჩაი შეიცავს ფტორიდის დიდ რაოდენობას. ადამიანის ორგანიზმით ამ ნივთიერების მიღების დღიური ნორმის დაცვისას, ის არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ საჭიროც არის: ფტორიდი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და რკინის ათვისებას.

ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანისთვის ფთორიდის დღიური ნორმაა 3-4 მლ. მაგრამ ამ ნივთიერების გადაჭარბებული მიღება შესაძლებელია მიგიყვანოთ სახსრების, ძვლების და თირკმელების დაავადებამდე, შეიძლება დაირღვეს ფარისებრი ჯირკვლის და ღვიძლის ფუნქციები. ორგანიზმში ფთორიდის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს კიბოს დაავადებაც კი.

მაშასადამე, რით არის ასეთი მავნე პაკეტების ჩაი? საქმე იმაშია, რომ გამოკვლევების შედეგებით, ის შეიცავს ფთორიდის 6-8 მლ 1 ლიტრ დაყენებულ ჩაიზე, რაც პრაქტიკულად ორჯერ აღემატება დაშვებულ ნორმას.

ეს არ არის დაკავშირებული პაკეტებთან, არამედ იმასთან, რომ პაკეტების ჩაის წარმოების დროს გამოიყენება ძველი ხარისხის ჩაი, ჩაის მტვერი, ყველანაირი არომატიზატორები და საღებავები. ჩაის ფოთლები კი თავის ზრდისამებრ გაჯერებული არიან ფტორიდით და სწორედ მათ იყენებენ იაფფასიანი ჩაის წარმოების დროს, რომელიც ასე მარტივად და სწრაფად ყენდება.

ამიტომაც პაკეტების ჩაის ხშირი გამოყენება ძლიერ აზიანებს თქვენ ორგანიზმს. იზრუნეთ თქვენს ორგანიზმზე დღეს - და ის იზრუნებს თქვენზე ხვალ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გიორგი
მართალია, დასაყენებელი ჩაი ჯანმრთელობისა და გემოს თვალსაზრისით ბევრად აღემატება ერთჯერად პაკეტირებულ ჩაის, აი პრაქტიკულობისა და დროის დაზოგვის -რა გითხრათ, მაგრამ რასაც ჩვენ ვსვავთ სხვადასხვა მავნებლურ სითხეებს, მათ მაგივრად ერთჯერადი ცაი ვსვათ ბევრად უკეთესია... ისე ზოგიერთ პაკეტირებული ჩაი მაღალი ხარისხის ფოთლისგან მზადდება, უნდა მოვერიდოთ იაფფასიან და შეღებილ ერთჯერად ჩაის...
19:01 / 25-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS