მკაცრად იკრძალება, ასევე ღვიძლი და თირკმელები, ვინაიდან ისინი გამოყოფენ შარდოვანის დიდ რაოდენობას. ძირითადად უნდა იკვებოთ რძის პროდუქტებით: განსაკუთრებით კარგია მჟავე რძე, შრატი. სასარგებლოა ყველანაირი ხილი და ნაყოფი. პადაგრით დაავადებულთათვის განსაკუთრებით რეკომენდებულია ლიმონი, ხურტკმელი და
პადაგრის მკურნალობის ხალხური საშუალებები შიდა გამოყენებისთვის:
1. 100 გ გახეხილ სტაფილოს მოასხით 1 ს.კ. მცენარეული ზეთი და მიიღეთ ყოველ დღე.
2. 4 ლიმონს მოაცილეთ თესლი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. 3 თავი ნიორი გაარჩიეთ და ლიმონთან ერთად გაატარეთ. მზა მასას დაამატეთ 7 ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ და დადგით დასაყენებლად ბნელ ადგილას 1 დღით. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 40 მლ ჭამამდე დღეში ერთხელ.
3. 2 დიდი თავი ნიორი გაარჩიეთ და დანაყეთ, დაასხით 250 მლ არაყი და დადგით დასაყენებლად თბილ, ბნელ ადგილას 2 კვირით, ყოველდღიურად შეანჯღრიეთ ბოთლი. მიიღეთ ნაყენის 1 ს.კ. გაზავებული 100 მლ ცივ ანადუღარ წყალში 3-ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე.
4. 40 გ მწვანე ლობიოს მოაშორეთ კეკლები და წვრილად დაჭერით, დაასხით 1 ლ წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე, ადუღეთ 1 საათის განმავლობაში და შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 4-5-ჯერ დღეში.
5. 2 ს.კ. იასამნის ყვავილს დაასხით 1 ჭიქა არაყი და 1 კვირით დადგით ბნელ ადგილას, ყოველდღიურად შეანჯღრიეთ. მიიღეთ ნაყენის 50 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამამდე.
მოცემული რეცეპტების მკურნალობის კურსი - 1 თვე.
პადაგრის მკურნალობის ხალხური საშუალებები გარეგანი გამოყენებისთვის:
1. წვრილად დაჭერით 20 გ ასკილის ფესვი, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე 3 საათით. გადაიღეთ მზა ნახარშის 1 ჭიქა და დაამატეთ მას 1 ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი. ამ ნარევის თბილი კომპრესები დაიდეთ მტკივნეულ ადგილებზე ძილის წინ და თბილად შეიხვიეთ.
2. 1 ს.კ. სახეხზე გახეხილ პირშუშხას ფესვს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და ძილის წინ დაიდეთ კომპრესები მტკივნეულ ადგილზე.
3. მოხარშული დიდი ბოლოკი გახეხეთ და დაიდეთ ყოველდღიურად კომპრესების სახით მტკივნეულ ადგილზე.
კომპრესები გაიკეთეთ მდგომარეობის შემსუბუქამდე.
პადაგრის მკურნალობისას გაითვალისწინეთ ერთი სასარგებლო რჩევა: დაავადების მკურნალობა არ არის რეკომენდებული შეტევის დროს - მწვავე ტკივილმა უნდა გაიაროს.
კესო ლაღიძე