დიეტა პირველი ჯგუფის სისხლის მქონეთათვის
რისკის ჯგუფები
პირველი ჯგუფის სისხლი ცუდად დედდება. ამ ჯგუფის მქონეთ სხვებზე უფრო ხშირად აქვთ ანთებითი პროცესები, მაგალითად, ართრიტი, ალერგია. კუჭის წყლულიც, მომატებული მჟავიანობის გამო.
რა უნდა მიირთვათ
პირველ რიგში - ხორცი, განსაკუთრებით საქონლის, ცხვრის და ღვიძლი, ოღონდ ნაკლებად ღორი. ასევე აუცილებელია თევზი და ზღვის პროდუქტები. რაც მეტია რაციონში ხილი და ბოსტნეული, ოღონდაც არა მჟავე, მით უკეთესი. სასარგებლოა ანანასიც.
სასმელებიდან უმჯობესია მწვანე ჩაის დალევა და რაიმე მცენარეული ჩაი, მაგალითად, მოცვის, პიტნის. ასევე ჩაის ნაცვლად შეიძლება გაზგასული მინერალური წყალი.
რა უნდა შეზღუდოთ
არ უნდა მიირთვათ ბევრი ბურღულეული, განსაკუთრებით შვრია. ეს ეხება ხორბლის პურსაც. თუმცა აქ არ შედის ისეთი ბურღულეული, როგორიცაა წიწიბურა.
რომელი პროდუქტები არ არის რეკომენდებული
უნდა მოერიდოთ კომბოსტოს - გამონაკლისია ბროკოლი. არ არის რეკომენდებული ნებისმიერი ხორბლეული, სიმინდეული, მარინადები და კეტჩუპი. სასმელებიდან არ ღირს ყავის დალევას და რომელიმე მაგარი სასმელების. ბალახეული ნახარშებიდან სასურველია მოერიდოთ ალოეს, ექინაციას, მარწყვის ფოთლებს და თივას. თუ ვიტამინებს იღებთ, მოერიდეთ A და E ვიტამინს.
რა უნდა გამორიცხოთ
უმი კომბოსტო, ლობიო, ოსპი, სიმინდი, ხორბალი, ციტრუსები, ნაყინი, შაქარი, მარინადები.
რა დაგეხმარებათ
დაგეხმარებათ ზღვის წყალმცენარეები, მაგალითად, ლამინარია. შეიძლება იოდიზებული მარილის გამოყენება. არ გაწყენთ მწვანილი. მაგალითად, შპინატი, ბროკოლი, თალგამი. ძირტკბილას ფესვები სასარგებლო იქნება. ვიტამინებიდან ყველაზე სასარგებლოა B და K ჯგუფის ვიტამინები. ასევე რაიმე საკვები დანამატები. დაგეხმარებათ კალციუმი, მაგნიუმი და იოდი.
ნეიტრალური პროდუქტები
ნეიტრალურ პროდუქტებში შედის ლუდი, წითელი და თეთრი ღვინო. ასევე გვირილის ჩაი, ჟენშენი, სალბი, კატაბალახა და ჟოლოს ფოთლები.
სპეციალური რეკომენდაციები წონის დაკლებასთან დაკავშირებით
პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს აქვთ პრობლემა - ნივთიერებათა დაქვეითებული ცვლა. თუ ნივთიერებათა ცვლის დონეს აამაღლებთ, წონაც დაიკლებს. ამისთვის აუცილებელი იქნება თქვენი რაციონიდან ხორბლის ნაწარმისა და თვით ხორბლის ამოღება, ასევე სიმინდის, ბარდეულის (მაგალითად, მწვანე ბარდის, წითელი და შავი ლობიოს), ოსპის. ეს პროდუქტები ანელებენ მეტაბოლიზმს, ინსულინის გამომუშავების ბლოკირების გზით.
თუმცა ამ პროდუქტების გარდა ასევე მოგიწევთ ყველა სახის კომბოსტოს გამორიცხვა, ბროკოლის გარდა, ასევე შვრიის ნებისმიერი ნაწარმი.
ეს პროდუქტები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას თრგუნავენ.
ასევე უნდა გაზარდოთ რაციონი იოდის შემცველი პროდუქტებით. მათ მიეკუთვნება ზღვის პროდუქტები, წყალმცენარეები და მწვანილი. რეკომენდებული ჩვეულებრივი მარილის ნაცვლად იოდიზებულის მიღება. ასევე გაზარდეთ პროდუქტები, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს გამოიმუშავებენ, მაგალითად ბოლოკი. არ დაგავიწყდეთ ხორცის მიღება.
დიეტა მეორე ჯგუფის სისხლის მქონეთათვის
რისკის ჯგუფი
მეორე ჯგუფის სისხლის მქონენი გულის დაავადებების რისკის ქვეშ არიან. ამაში ასევე შედის ონკოლოგია, ანემია, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები, პირველი ტიპის დიაბეტი.
რა უნდა მიირთვათ
თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ჯობს სრულიად გამორიცხოთ ხორცი და გადახვიდეთ ვეგეტარიანულ სამზარეულოზე. გამოიყენეთ სოიოს პროდუქტები, სოიოს რძე, სოიოს ხაჭო. შეიძლება მიირთვათ ნებისმიერი ბურღულეული, ხორბლის გარდა.
ბარდეული არ არის შეზღუდული.
რაც მეტია ხილი და ანანასი, მით უკეთესი. თუმცა აკრძალულია ისეთი ხილის მირთმევა, როგორიცაა ფორთოხალი, მანდარინი, ბანანი და ქოქოსი. რეკომენდებულია სტაფილოს, ანანასის, გრეიპფრუტისა და ალუბლის წვენები.
თევზი ხორცი არ არის. თუმცა მაინც არ შეიძლება კამბალა, ქაშაყი, ასევე ზღვის პროდუქტები. არც ხიზილალაა სასურველი.
შეიძლება ყავა, მწვანე ჩაი და წითელი ღვინო. ასევე ბლომად შეიძლება ლიმონიანი წყლის მიღება. სასურველია ნიორი და ხახვი. სტაფილოს უმად ჭამა თუ არ გსურთ, წვენი გამოწურეთ.
რა უნდა შეზღუდოთ
შეზღუდეთ ბოსტნეული. ჯობს მეტი ხილის მირთმევა. შეზღუდეთ რძის პროდუქცია. უცხიმო ყველი სასურველია და რაც შეიძლება მეტი რძემჟავა პროდუქტი. ნაკლები შაქარი ჩაყარეთ ჩაიში.
რომელი პროდუქტები არ არის რეკომენდებული
პირველ ყოვლისა, ეს არის ფორთოხლის წვენი და რაიმე სოდიანი სასმელები. შავი ჩაი მწვანეთი შეცვალეთ.
რა უნდა გამორიცხოთ
ამოიღეთ რაციონიდან ხორცი. შეიძლება, ისიც იშვიათად, ქათმის ან ინდაურის ხორცი. რეკომენდებულია რძის პროდუქტების გამორიცხვა. ხორბლის რაიმე ნაწარმი. წიწაკის გარეშეც, ალბათ, იოლად გაძლებთ. დაივიწყეთ ნაყინი. რეკომენდებულია შაქრის სრულად გამორიცხვა, სიმინდისა და არაქისის ზეთი.
რა დაგეხმარებათ
დაგეხმარებათ ნებისმიერი მცენარეული ზეთი, მაგალითად, ზეთისხილის. მიირთვით სოიოს ნაწარმი. ვიტამინებიდან - B, ც, E. ასევე კალციუმი, რკინა, სელენი. ბალახეული ნახარშები. აქვე შედის ექინაციის, ჟენშენის, კატაბალახის ნახარშები. რეკომენდებულია ბიფიდობაქტერიები.
სპეციალური რეკომენდაციები წონის დასაკლებად
ეს სისხლის ჯგუფი ვეგეტარიანულ საკვებზეა მორგებული, ანუ დაბალი მჟავიანობის გამო კუჭი ვერ ინელებს ხორცს. ამიტომ რეკომენდებულია, ხორცი არ მიიღოთ. მხოლოდ მცირე რაოდენობით ინდაური ან ქათამი. მხოლოდ მეორე ჯგუფის სისხლის მქონეებში ხორცი ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს და ანელებს მეტაბოლიზმს.
დაბალი მჟავიანობის შესაბამისად, კუჭის ლორწოვანი, ამიტომ მოერიდეთ ცხარე და მარილიან საკვებს. ვეგეტარიანობის პლუსი ის იქნება, რომ აგიმაღლდებათ იმუნიტეტი, ასევე ენერგია და შრომისუნარიანობა. ორგანიზმს სჭირდება ბევრი ცილა. ცილის წყაროა სოიოს პროდუქტები და კვერცხი. შეზღუდეთ შაქარი და შოკოლადი.
დიეტა მესამე ჯგუფის სისხლის მქონეთათვის
რისკის ჯგუფი
მესამე ჯგუფის სისხლის მქონეებში ხშირია პირველი ტიპის დიაბეტი. მაგრამ გარდა ამისა, ახასიათებთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და გაფანტული სკლეროზი.
რა უნდა მიირთვათ
პირველ რიგში, ეს არის ხორცი, ქათმის ხორცისა და იხვის ხორცის გამოკლებით. ნებისმიერი თევზი. რძემჟავა და ცხიმგაცლილი პროდუქტები. მიირთვით ბევრი კვერცხი. ნებისმიერი ბურღულეული, გარდა წიწიბურისა და ხორბლისა. ბარდეული შეიძლება ნებისმიერი სახეობის. ხილ-ბოსტნეული ყოველთვის კარგია. ნაკლებად რეკომენდებულია სიმინდი, პომიდორი, ზეთისხილი, ქოქოსი, გოგრა.
სასურველია მწვანე ჩაის მიღება და ნებისმიერი ბალახეული ჩაი. მაგალითად, პიტნის, ჟოლოს ფოთლების, სალბის. რეკომენდებულია შტოშისა და კომბოსტოს წვენი. ასევე სასარგებლოა ყურძნის ან ანანასის წვენი.
რომელი პროდუქტები არ არის რეკომენდებული
აბსოლუტურად ყველა ზღვის პროდუქტი. ქათმის და განსაკუთრებით ღორის ხორცი. პომიდვრის წვენი და ნებისმიერი სოდიანი სასმელი.
სრულიად გამორიცხეთ
სიმინდი და ოსპი, არაქისი, წიწიბურა და ხორბალი, პომიდორი და პომიდვრის წვენი, ღორის ხორცი და მისი ნაწარმი.
რა დაგეხმარებათ
მწვანილეულის სალათები, კვერცხი, სხვადასხვა ბალახეული. ხორციდან განსაკუთრებით დაგეხმარებათ ხბოს ხორცი და ღვიძლი. თქვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო იქნება ვიტამინები, მაგნიუმი, ექინაცია.
ნეიტრალური პროდუქტები
ნეიტრალურ პროდუქტებში შედის ფორთოხლის წვენი, ყავა და შავი ჩაი. ალკოჰოლიდან - ლუდი და ღვინო. სოიოს პროდუქტები.
სპეციალური რეკომენდაციები
მოერიდეთ სიმინდს, წიწიბურას და არაქისს. ეს პროდუქტები ყველაზე მეტად გაკრეფინებთ წონას. მხოლოდ მესამე ჯგუფის სისხლის მქონეთ უმცირებს ეს პროდუქტები ინსულინის გამომუშავებას და აუარესებს ნივთიერებათა ცვლას. რაც შედეგად ორგანიზმის დაღლილობას იწვევს, წონის მომატებას.
თუ გსურთ, გქონდეთ ჯანსაღი ორგანიზმი და ოპტიმალური წონა შეინარჩუნოთ, რაციონიდან ამოიღეთ არასასურველი პროდუქტები: სიმინდი, ოსპი, არაქისი, წიწიბურა, ხორბალი, პომიდორი და ღორის ხორცი. ფიზიკურად ივარჯიშეთ, შეზღუდეთ ცხიმების მიღება და დიდხანს და ჯანსაღად იცხოვრებთ.
დიეტა მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონეთათვის
რისკის ჯგუფი
მე-4 ჯგუფის სისხლის ადამიანებში ხშირია გულისა და ონკოლოგიური დაავადებები. ამას ემატება ანემია.
დიეტური რეკომენდაციები
ხორციდან შეიძლება მხოლოდ ცხვრის, კურდღლისა და ინდაურის. თევზი შეუზღუდავად. თუმცა ზღვის პროდუქტები აკრძალულია. რძემჟავა პროდუქტები და უცხიმო ყველი. ტოფა - სოიოს ხაჭო. მოზომილად ბარდეული. ჯობს ზეითუნის ზეთის მიღება. თხილეულიდან - არაქისი და კაკალი. ნებისმიერი ბურღული, წიწიბურისა და სიმინდის გარდა. ხილი და ბოსტნეული. გამორიცხეთ წიწაკა, შავი ზეთისხილი და სიმინდი.
რა უნდა მიირთვათ
ტოფა და თევზი. მწვანილეული და წყალმცენარეები. ვიტამინი С. მეტი ანანასი. სასმელებიდან რეკომენდებულია ყავა, მწვანე ჩაი და სხვადასხვა ბალახეული ჩაი. მაგალითად, გვირილის, ჟენშენის, ექინაციის, ასკილის.
ნეიტრალური პროდუქტები
ნეიტრალურ პროდუქტებს მიეკუთვნება პიტნა, კატაბალახა და ჟოლო. ალკოჰოლიდან - ლუდი და ღვინო.
რომელი პროდუქტები არ არის რეკომენდებული
არ არის რეკომენდებული ალოეს ჩაი, ცაცხვის ჩაი. ასევე ლორი და ბეკონი. არასასურველია წითელი ხორცი, მზესუმზირა.
სპეციალური რეკომენდაციები
ხორცი უნდა შეიზღუდოს. შეიძლება, ხორცის მოხმარებაზე ხართ დაპროგრამებული, დაბალი მჟავიანობის გამო მას ცუდად მოინელებთ, რაც ცხიმების დაგროვებას გამოიწვევს. ჯობს გაზარდოთ ხილ-ბოსტნეულის მოხმარება. ძალიან სასარგებლო იქნებ ტოფა, რადგან ის ცილების კარგი წყაროა. მოერიდეთ წიწიბურას, ბარდეულს, სიმინდს, ხორბალს და განსაკუთრებით მათ ნაწარმს, რადგან ეს პროდუქტები მეტაბოლიზმს აქვეითებს.
დიეტის შედეგები
სისხლის ჯგუფის მიხედვით დიეტის პირველ შედეგებს ერთი ან ორი თვის შემდეგ დაინახავთ. თუმცა არის შემთხვევები, როცა პირველ კვირაშიც 3-5 კილოგრამს იკლებენ. დაიხსომეთ, თუ ფიზიკურად არ დაიტვირთებით, ვერ დაიკლებთ. მთავარი ფიზიკური დატვირთვებია. დიეტის ჭეშმარიტება იმაშია, რომ ზოგიერთი პროდუქტის შეზღუდვით სტაბილურად დაიწყებთ წონის შენარჩუნებას. ჯანსაღი ცხოვრების წესს კი თუ ფიზიკურ დატვირთვას დაუმატებთ, წონის დაკლებასაც დაიწყებთ.
გაითვალისწინეთ, ამ დიეტას სჭირდება დრო და მოთმინება.
სპეციალურად საიტისთვის