29 ნოემბერი, 2014
მარი გრიგოლიას პოპულარული ბრინჯის დიეტა - 10 დღეში მინუს 8 კილოგრამი
დიეტის დაწყებას თუ გადაწყვეტთ, დღეში მინიმუმ სამი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ
ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, ბევრისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. დიეტის დაცვის შემდეგ, როგორც წესი დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება ძალიან ჭირს, თუმცა მთავარი სურვილია.

თბილისში რამდენიმე წლის წინ ძალიან პოპულარული იყო უგულავას დიეტა და მისი წყალობით ბევრმა სასურველი წონის შენარჩუნება მოახერხა. უგულავას დიეტას იცავდნენ ცნობილი სახეებიც, თუმცა რამდენიმე პროდუქტის სიძვირის გამო, იაფი სიამოვნება არ არის.

ბოლო დროს კი მოდური გახდა ბრინჯის დიეტა. მაგალითად, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ბრინჯის დიეტით
მოახერხა არასასურველი კილოგრამების დაკლება.

ამავე დიეტას იცავს ინგა გრიგოლიას ქალიშვილი მარიამ გრიგოლია. დიეტის დაცვა სირთულესთან საერთოდ არაა დაკავშირებული. მთავარია, ბრინჯი და მაწონი გიყვარდეთ.

მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, ერთი საშუალო ზომის ქვაბში მოხარშული ბრინჯი მიირთვათ. ერთი ქილა მაწონი კი დღის განმავლობაში უნდა გადაანაწილოთ.

დიეტის დაწყებას თუ გადაწყვეტთ, დღეში მინიმუმ სამი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ. თუ როგორი შედეგი მიიღო თბილისში პოპულარული ბრინჯის დიეტით, ამის გასარკვევად მარიამ გრიგოლიას გავესაუბრეთ.

მარიამი:

- მარტივი დიეტაა. 10 დღის განმავლობაში დღის მანძილზე მხოლოდ ბრინჯი და 1 ქილა მაწონი და 3 ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ. 8-10 კილომდე იკლებ, ეს არის ჩემი დიეტა. პირობას ვდებ, ყველა დაიკლებს, თუ არ დაარღვევს. დიეტის პარალელურად ცოტა ვარჯიშით თუ დაკავდებით, ამ დროს იდეალურ შედეგს მიიღებთ.
- რამდენი კილო დაიკელი ამ დიეტით?
- 10 დღეში პირველად 8 კილო დავიკელი. მეორედ მხოლოდ 5 დღე გავაკეთე და 4 კილო დავიკელი და წონა შევინარჩუნე. მთავარი ესაა.

მერი კობიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 107 /
ლიკა
მედეა ბრინჯს და მაწონს ერთმანეთში ურევთ?
08:53 / 11-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინჩო
უკაცრავად პეჩენიას ჭამა არ შეიძლება????????????????????
21:12 / 03-09-2015
გამოხმაურება / 1 /
ლუციფერი666
კი პეჩენიაც შეიძლება..ტორტიც..ხინკალიც..აეე
21:08 / 16-01-2018
ციკუ12
მაწვნის გარეშე არ შეიძლება?
02:49 / 16-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
გამარჯობათ მაწონი სახლისა რომ იყოს შეიძლება? თუ აუცილებელია ქარხნული?
13:42 / 03-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ყველაზე კარგია ბრინჯის ფლავი, კარაქით, შაქრით და ხილით,იფ :)))))
10:15 / 07-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მედეა
მე ვაკეტებ და ტექვსმეტი კილო დავიკელი ნამდვილად ეფექტურია
21:56 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
ბრინჯი 333კალორიაა. ეგაც უნდა გაითვალისწინოთ. თქვენ თუ დღეში 1კგ ბრინჯი ჭამეთ აზრი არ ექნება დიეტას. კალორიები უნდა დაითვალოთ.100 ან 200 გრამი ბრინჯი მოხარშეთ და ის მიირთვით. გააჩნია ვინ რამდენი კალორია უნდა მიიღოს რომ დაიკლოს. გასათვალისწინებელია მაწვნის კალორიაც
20:28 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მაწონი იმიტომაა საჭირო რომ შეკრულობა არ დაგვემართოს, ვისაც არ ექნება მაგის პრობლემა შეუძლია არც ჭამოს მაწონი, ბინჯი რამდენსაც შეჭამთ იმდენიო, თან მგონი მარილიც დაშვებულია ცოტა და შაქარიც როგორც ვიცი.
20:04 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თეა
ბრინჯი უჰაკრო და უკველაფროდ?????????? მომცერეტ გტხოვტტტტტტ
19:25 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
მარტო ბრინჯი რო ვჩამო დავიკლებ? ტუ აუცილებელია მაწონიც?
18:16 / 27-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS