29 ნოემბერი, 2014
მარი გრიგოლიას პოპულარული ბრინჯის დიეტა - 10 დღეში მინუს 8 კილოგრამი
დიეტის დაწყებას თუ გადაწყვეტთ, დღეში მინიმუმ სამი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ
ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, ბევრისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. დიეტის დაცვის შემდეგ, როგორც წესი დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება ძალიან ჭირს, თუმცა მთავარი სურვილია.

თბილისში რამდენიმე წლის წინ ძალიან პოპულარული იყო უგულავას დიეტა და მისი წყალობით ბევრმა სასურველი წონის შენარჩუნება მოახერხა. უგულავას დიეტას იცავდნენ ცნობილი სახეებიც, თუმცა რამდენიმე პროდუქტის სიძვირის გამო, იაფი სიამოვნება არ არის.

ბოლო დროს კი მოდური გახდა ბრინჯის დიეტა. მაგალითად, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ბრინჯის დიეტით
მოახერხა არასასურველი კილოგრამების დაკლება.

ამავე დიეტას იცავს ინგა გრიგოლიას ქალიშვილი მარიამ გრიგოლია. დიეტის დაცვა სირთულესთან საერთოდ არაა დაკავშირებული. მთავარია, ბრინჯი და მაწონი გიყვარდეთ.

მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, ერთი საშუალო ზომის ქვაბში მოხარშული ბრინჯი მიირთვათ. ერთი ქილა მაწონი კი დღის განმავლობაში უნდა გადაანაწილოთ.

დიეტის დაწყებას თუ გადაწყვეტთ, დღეში მინიმუმ სამი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ. თუ როგორი შედეგი მიიღო თბილისში პოპულარული ბრინჯის დიეტით, ამის გასარკვევად მარიამ გრიგოლიას გავესაუბრეთ.

მარიამი:

- მარტივი დიეტაა. 10 დღის განმავლობაში დღის მანძილზე მხოლოდ ბრინჯი და 1 ქილა მაწონი და 3 ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ. 8-10 კილომდე იკლებ, ეს არის ჩემი დიეტა. პირობას ვდებ, ყველა დაიკლებს, თუ არ დაარღვევს. დიეტის პარალელურად ცოტა ვარჯიშით თუ დაკავდებით, ამ დროს იდეალურ შედეგს მიიღებთ.
- რამდენი კილო დაიკელი ამ დიეტით?
- 10 დღეში პირველად 8 კილო დავიკელი. მეორედ მხოლოდ 5 დღე გავაკეთე და 4 კილო დავიკელი და წონა შევინარჩუნე. მთავარი ესაა.

მერი კობიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 107 /
მარიამი
უმარილო, მოხარშული ხორცი არ შეიძლება ბრინჯთან ერთად?
15:27 / 19-06-2016
გამოხმაურება / 0 /
დიანაა
უჰაქრო კავა თუ შეიძლება
14:42 / 13-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
კი მაგრამ ეს დიეტა კოლიტს არ გამოიწვევს?
00:11 / 06-06-2016
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
სახიფატოა ორგანიზმისტვის?
17:22 / 09-05-2016
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
რამდენ ხანში დაიწყეთ კლებაა?
17:20 / 09-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
და ყავა ან ჩაი თუ შეიძლება მაგ დროს? (რა თქმა უნდა უშაქრო)
16:23 / 21-03-2016
გამოხმაურება / 0 /
მზევინარ ცუცკირიდზე
Dა ეს პაპა რადენი დგეუნდა ვჯამოტ ?ტუ დგეგამოჰვებიტ ტუ 10 დგე კოველ დგე?
13:46 / 06-03-2016
გამოხმაურება / 0 /
აააა
ამ დიეტის დროს შეიძლება ხილის ჭამა?
19:25 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ცოტაოდენი ხილის ჭამა თუ შეიძლება ამ დიეტასთან?
19:23 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ვიკა
საღამოს უნდა გავრეცხოთ 150 გრამი ბრინჯი და დავალბოთ წყალში დილამდე, დილით კიდევ გავავლოთ წყალი რომ სახამებელი კარგად მოშორდეს, დავასხათ 300 გრამი წყალი და თავდახურულ ქვაბში დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ. მივირთვათ მთელი დღის განმავლობაში. არც მარილი უნდა, არც შაქარი. მთელი დღის მანძილზე დავლიოთ 3 ლიტრი წყალი. მაწონიც შეიძლება 1 ქილა გადანაწილებულად.ამას კვირაში ერთხელ ვაკეთებ, ძალიან კარგია განტვირთვისთვის.
11:45 / 11-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS