29 ნოემბერი, 2014
მარი გრიგოლიას პოპულარული ბრინჯის დიეტა - 10 დღეში მინუს 8 კილოგრამი
დიეტის დაწყებას თუ გადაწყვეტთ, დღეში მინიმუმ სამი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ
ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, ბევრისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. დიეტის დაცვის შემდეგ, როგორც წესი დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება ძალიან ჭირს, თუმცა მთავარი სურვილია.

თბილისში რამდენიმე წლის წინ ძალიან პოპულარული იყო უგულავას დიეტა და მისი წყალობით ბევრმა სასურველი წონის შენარჩუნება მოახერხა. უგულავას დიეტას იცავდნენ ცნობილი სახეებიც, თუმცა რამდენიმე პროდუქტის სიძვირის გამო, იაფი სიამოვნება არ არის.

ბოლო დროს კი მოდური გახდა ბრინჯის დიეტა. მაგალითად, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ბრინჯის დიეტით
მოახერხა არასასურველი კილოგრამების დაკლება.

ამავე დიეტას იცავს ინგა გრიგოლიას ქალიშვილი მარიამ გრიგოლია. დიეტის დაცვა სირთულესთან საერთოდ არაა დაკავშირებული. მთავარია, ბრინჯი და მაწონი გიყვარდეთ.

მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, ერთი საშუალო ზომის ქვაბში მოხარშული ბრინჯი მიირთვათ. ერთი ქილა მაწონი კი დღის განმავლობაში უნდა გადაანაწილოთ.

დიეტის დაწყებას თუ გადაწყვეტთ, დღეში მინიმუმ სამი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ. თუ როგორი შედეგი მიიღო თბილისში პოპულარული ბრინჯის დიეტით, ამის გასარკვევად მარიამ გრიგოლიას გავესაუბრეთ.

მარიამი:

- მარტივი დიეტაა. 10 დღის განმავლობაში დღის მანძილზე მხოლოდ ბრინჯი და 1 ქილა მაწონი და 3 ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ. 8-10 კილომდე იკლებ, ეს არის ჩემი დიეტა. პირობას ვდებ, ყველა დაიკლებს, თუ არ დაარღვევს. დიეტის პარალელურად ცოტა ვარჯიშით თუ დაკავდებით, ამ დროს იდეალურ შედეგს მიიღებთ.
- რამდენი კილო დაიკელი ამ დიეტით?
- 10 დღეში პირველად 8 კილო დავიკელი. მეორედ მხოლოდ 5 დღე გავაკეთე და 4 კილო დავიკელი და წონა შევინარჩუნე. მთავარი ესაა.

მერი კობიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 107 /
სოფო
ბრინჯის ნორმა დღეში რამდენია, თუ შეუზღუდავია ?
21:44 / 12-11-2016
გამოხმაურება / 0 /
gio
ვაშლი რო ვჩამო შეიძლებაა?
17:31 / 12-10-2016
გამოხმაურება / 0 /
გიო
ერთად რო აურიო ბრინჯი და მაწონი და ისე ვჩამო მთელი დღის განმავლობაში არ შეიძლებაა?
15:49 / 10-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ინგა
სამი დგე დავამტავრე. ბრინჯი, მაწონი, ორჯერ ყავა, დავწერ 10 დგის შემდეგ შედეგს
19:27 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
Nata
10დგეში დავიკელი 6კლ.ბრინჯი,მაწონი,კიტრი და უცხიმო ყველი .წყალი 3ლიტრამდე.ყავა და ჩაი უშაქრო.
10:51 / 09-09-2016
გამოხმაურება / 1 /
მარი
წინასწარ ალბობდით ბრინჯს?
16:14 / 25-02-2019
თაამ
ბრინჯს ცოტა თაფლი რომ გავუკეთო შეიძლება??
00:28 / 02-09-2016
გამოხმაურება / 0 /
xato
rogor da ranairad gavaketo brinji ramdeni unda movxarsho gtxovt daweret erti dgis sayofidi
08:44 / 21-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ნებისმიერი დიეტის დაწყების წინ კუჭი ანდა გაიწმინდოთ. ისე არავითარი აზრი არ აქვს დიეტის დაწყებას.
14:32 / 17-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
უმარილოდ და უცხიმოდ ხომმ?
13:28 / 08-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ხუთი დღეა ამ დიეტაზე ვარ და ნახევარი კგ-ს მეტი ვერ დავიკელი...@
12:36 / 20-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS