29 ნოემბერი, 2014
მარი გრიგოლიას პოპულარული ბრინჯის დიეტა - 10 დღეში მინუს 8 კილოგრამი
დიეტის დაწყებას თუ გადაწყვეტთ, დღეში მინიმუმ სამი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ
ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, ბევრისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. დიეტის დაცვის შემდეგ, როგორც წესი დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება ძალიან ჭირს, თუმცა მთავარი სურვილია.

თბილისში რამდენიმე წლის წინ ძალიან პოპულარული იყო უგულავას დიეტა და მისი წყალობით ბევრმა სასურველი წონის შენარჩუნება მოახერხა. უგულავას დიეტას იცავდნენ ცნობილი სახეებიც, თუმცა რამდენიმე პროდუქტის სიძვირის გამო, იაფი სიამოვნება არ არის.

ბოლო დროს კი მოდური გახდა ბრინჯის დიეტა. მაგალითად, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ბრინჯის დიეტით
მოახერხა არასასურველი კილოგრამების დაკლება.

ამავე დიეტას იცავს ინგა გრიგოლიას ქალიშვილი მარიამ გრიგოლია. დიეტის დაცვა სირთულესთან საერთოდ არაა დაკავშირებული. მთავარია, ბრინჯი და მაწონი გიყვარდეთ.

მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, ერთი საშუალო ზომის ქვაბში მოხარშული ბრინჯი მიირთვათ. ერთი ქილა მაწონი კი დღის განმავლობაში უნდა გადაანაწილოთ.

დიეტის დაწყებას თუ გადაწყვეტთ, დღეში მინიმუმ სამი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ. თუ როგორი შედეგი მიიღო თბილისში პოპულარული ბრინჯის დიეტით, ამის გასარკვევად მარიამ გრიგოლიას გავესაუბრეთ.

მარიამი:

- მარტივი დიეტაა. 10 დღის განმავლობაში დღის მანძილზე მხოლოდ ბრინჯი და 1 ქილა მაწონი და 3 ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ. 8-10 კილომდე იკლებ, ეს არის ჩემი დიეტა. პირობას ვდებ, ყველა დაიკლებს, თუ არ დაარღვევს. დიეტის პარალელურად ცოტა ვარჯიშით თუ დაკავდებით, ამ დროს იდეალურ შედეგს მიიღებთ.
- რამდენი კილო დაიკელი ამ დიეტით?
- 10 დღეში პირველად 8 კილო დავიკელი. მეორედ მხოლოდ 5 დღე გავაკეთე და 4 კილო დავიკელი და წონა შევინარჩუნე. მთავარი ესაა.

მერი კობიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 107 /
ლუციფერი666
ხალხო,რაებს წერთ?მემგონი გარკვევით წერია, რომ მხოლოდ ბრინჯი და მაწონია დასაშვებიო..ზოგს ტორტის ჭამა უნდა,ზოგს პეჩენიის,ზოგს ბრინჯი და ხინკალი..მაგიტომაც ტირით მერე 1 კილო დავიკელი მხოლოდო..
21:12 / 16-01-2018
გამოხმაურება / 0 /
მარინა ლექვინადზე
ბრინჯი უმარილო უნდა?
16:10 / 15-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ნატა
შედეგიანი დიეტაა
08:05 / 08-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ბუსუნა
მეც ვიყავი ამ დიეტაზე და ავიფეთქე ნაღველი, დღემდე ვმკურნალობ, ასე რომ სასურველი არ ყოფილა. დანარჩენი თქვენ იცით..
12:26 / 26-06-2017
გამოხმაურება / 0 /
იზი
სამ ლიტრ წყალს თუ დალევთ გოჭის დიეტაზეც რომ იყოთ მაინც დაიკლებთ.
17:37 / 25-06-2017
გამოხმაურება / 0 /
რა უაზრო კითხვები გაქვთ!!
ეს დაუწერელი დიეტაა ყველა აკეთებს თავის ჭკუაზე, ყავა დალიო დალიე!, თაფლი ვუყო უყავი!!. ერთად აურიოო აურიეე ან სულაც არ დალიო ყავა არ უყო თაფლი და არ აურიო ერთად ბრინჰჯი და ..... იაზროვნეთ რა
14:50 / 20-05-2017
გამოხმაურება / 0 /
Nini
Daviwyee 2 dgea prosta vashlsac vcham vnaxot shedegiii arada mxolod 3 kilos dakleba Minda meti ar mchirdeba
23:33 / 10-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მულატკა
ხალხო შეეშვით რა ამ უაზრო დიეტებს, ინგრევთ ჯანმრთელობას! თქვენ რა გგონიათ, ორგანიზმისთვის კარგია 8 დღეში 10 კგ ს დაკლება? ან რა გგონიათ, რომ დაიკლებთ და მერე მიასკდებით ჭამას ისევ არ მოიმატებთ? მოიმატებთ და თანაც ორმაგად! ასე რომ ყველაზე ნაღდი ისაა ამოიღეთ ცომეული, ცხიმი მთლიანად, შაქარი. სვით ბევრი წყალი და იარეთ ფეხით! დამიჯერეთ დაიკლებთ და თან ჯანსაღად დაიკლებთ!!!!
17:27 / 24-02-2017
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ყავა შეიძლება?
20:29 / 14-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
დგეს დავიწყე ეს დიეტა...ბირნჯს და მაწონს ერტად ვურევ და ისე ვჭამ.ცოტა მიჩირს.ბრინჯი უმარილო და უცხიმოა.წყალსაც ჩვეულებრივ ვსვსვ.იმედია სწორად ვიგებ ყველაფერს.იკნებ დამიზუსტოდ.სცორად ვიგეებ?
16:23 / 15-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS