29 ნოემბერი, 2014
მარი გრიგოლიას პოპულარული ბრინჯის დიეტა - 10 დღეში მინუს 8 კილოგრამი
დიეტის დაწყებას თუ გადაწყვეტთ, დღეში მინიმუმ სამი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ
ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, ბევრისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. დიეტის დაცვის შემდეგ, როგორც წესი დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება ძალიან ჭირს, თუმცა მთავარი სურვილია.

თბილისში რამდენიმე წლის წინ ძალიან პოპულარული იყო უგულავას დიეტა და მისი წყალობით ბევრმა სასურველი წონის შენარჩუნება მოახერხა. უგულავას დიეტას იცავდნენ ცნობილი სახეებიც, თუმცა რამდენიმე პროდუქტის სიძვირის გამო, იაფი სიამოვნება არ არის.

ბოლო დროს კი მოდური გახდა ბრინჯის დიეტა. მაგალითად, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ბრინჯის დიეტით
მოახერხა არასასურველი კილოგრამების დაკლება.

ამავე დიეტას იცავს ინგა გრიგოლიას ქალიშვილი მარიამ გრიგოლია. დიეტის დაცვა სირთულესთან საერთოდ არაა დაკავშირებული. მთავარია, ბრინჯი და მაწონი გიყვარდეთ.

მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, ერთი საშუალო ზომის ქვაბში მოხარშული ბრინჯი მიირთვათ. ერთი ქილა მაწონი კი დღის განმავლობაში უნდა გადაანაწილოთ.

დიეტის დაწყებას თუ გადაწყვეტთ, დღეში მინიმუმ სამი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ. თუ როგორი შედეგი მიიღო თბილისში პოპულარული ბრინჯის დიეტით, ამის გასარკვევად მარიამ გრიგოლიას გავესაუბრეთ.

მარიამი:

- მარტივი დიეტაა. 10 დღის განმავლობაში დღის მანძილზე მხოლოდ ბრინჯი და 1 ქილა მაწონი და 3 ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ. 8-10 კილომდე იკლებ, ეს არის ჩემი დიეტა. პირობას ვდებ, ყველა დაიკლებს, თუ არ დაარღვევს. დიეტის პარალელურად ცოტა ვარჯიშით თუ დაკავდებით, ამ დროს იდეალურ შედეგს მიიღებთ.
- რამდენი კილო დაიკელი ამ დიეტით?
- 10 დღეში პირველად 8 კილო დავიკელი. მეორედ მხოლოდ 5 დღე გავაკეთე და 4 კილო დავიკელი და წონა შევინარჩუნე. მთავარი ესაა.

მერი კობიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 107 /
ბუბუ
ბრინჯი რამდენიც გინდა მოხარშული და უმარილოოოოო ყავაც ერთჯერ და უშაქრო
20:31 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ერთხელ გავაკეთე მსგავსი დიეტა და ძალიან ცუდი რამ დამემართა( დავიკელი არც ისე ბევრი, მაგრამ დამერღვა წონასწორობის ბალანსი. ექიმმა რომ გაიგო გადაირია ეს რამ გაგაკეთებინაო. ორგანიზმიდან ამ დროს ცუდ მარილებთან ერთად კარგიც იდევნება და ფუძის არეში დაძრული მარილი დაწვა ნერვს რამაც ლოგინს მიმაჯაჭვა 3 -4 კვირა! თავის მოტრიალებაზე გულაღმა ვვარდებოდი! მკურნალობამ მიშველა , მაგრამ ექიმის გაფრთხილებაც კარგად ჩამიჯდა ტვინში! გთხოვთ არ გარისკოთ მითუმეტეს ცოტა ასაკში შესულებმა!
19:27 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ადვილიო რომ წერთ :) ადვილი ნამდვილად არ არის,10 დღე მარტო ბრინჯის და მაწონის ჭამა :)
19:13 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
და ბრინჯი 100 გრამი არის 350 კალორია,რომ წერთ ერთი ქვაბი ბრინჯიო თუ აზროვნებს სტატიის ავტორი რამდენ კალორიას ეთამაშება?
19:12 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
200 გრამი ბრინჯი უნდა მოხარშოთ დაყობთ 4 ნაწილად,თითო ნაწილს მიაყოლეტ ნახრვარი ლირტი წყალი...ამის გაკეთება შეიძლება კვირაში ორჯერ. ერთ თვესჰი ძალიან მაგარ შედეგს მიიღებთ.ტან არც მშიერი ხარ კვირაობით
19:09 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატია
აუცილებლად დავიწყო უნდაა.
18:59 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ბრინჯი რამდენი უნდა იჯკოს ან რა დონეზე მოხარსჰული?
18:52 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
მაწვნის მაგივრად კეფირი და ყავა კი უშაქრო.მე ასე ვიცი
18:11 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნას
ღამე უნდა გარეცხო და 1/2 წყალი უნდა დაასხა, დილით გადაწურო გარეცხო ახალი წყალი დაასხა და მოხარშო
17:49 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუსიფერი
იკნებ ზუსტად დაწეროთ მარიამ? წინასწარ დამბალი და მერე მოხარჰული რუ სილერტია?
17:48 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS