29 ნოემბერი, 2014
მარი გრიგოლიას პოპულარული ბრინჯის დიეტა - 10 დღეში მინუს 8 კილოგრამი
დიეტის დაწყებას თუ გადაწყვეტთ, დღეში მინიმუმ სამი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ
ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, ბევრისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. დიეტის დაცვის შემდეგ, როგორც წესი დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება ძალიან ჭირს, თუმცა მთავარი სურვილია.

თბილისში რამდენიმე წლის წინ ძალიან პოპულარული იყო უგულავას დიეტა და მისი წყალობით ბევრმა სასურველი წონის შენარჩუნება მოახერხა. უგულავას დიეტას იცავდნენ ცნობილი სახეებიც, თუმცა რამდენიმე პროდუქტის სიძვირის გამო, იაფი სიამოვნება არ არის.

ბოლო დროს კი მოდური გახდა ბრინჯის დიეტა. მაგალითად, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ბრინჯის დიეტით
მოახერხა არასასურველი კილოგრამების დაკლება.

ამავე დიეტას იცავს ინგა გრიგოლიას ქალიშვილი მარიამ გრიგოლია. დიეტის დაცვა სირთულესთან საერთოდ არაა დაკავშირებული. მთავარია, ბრინჯი და მაწონი გიყვარდეთ.

მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, ერთი საშუალო ზომის ქვაბში მოხარშული ბრინჯი მიირთვათ. ერთი ქილა მაწონი კი დღის განმავლობაში უნდა გადაანაწილოთ.

დიეტის დაწყებას თუ გადაწყვეტთ, დღეში მინიმუმ სამი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ. თუ როგორი შედეგი მიიღო თბილისში პოპულარული ბრინჯის დიეტით, ამის გასარკვევად მარიამ გრიგოლიას გავესაუბრეთ.

მარიამი:

- მარტივი დიეტაა. 10 დღის განმავლობაში დღის მანძილზე მხოლოდ ბრინჯი და 1 ქილა მაწონი და 3 ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ. 8-10 კილომდე იკლებ, ეს არის ჩემი დიეტა. პირობას ვდებ, ყველა დაიკლებს, თუ არ დაარღვევს. დიეტის პარალელურად ცოტა ვარჯიშით თუ დაკავდებით, ამ დროს იდეალურ შედეგს მიიღებთ.
- რამდენი კილო დაიკელი ამ დიეტით?
- 10 დღეში პირველად 8 კილო დავიკელი. მეორედ მხოლოდ 5 დღე გავაკეთე და 4 კილო დავიკელი და წონა შევინარჩუნე. მთავარი ესაა.

მერი კობიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 107 /
nino
Yava sheidzleba ushaqro?
11:48 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ელიკო
სასტიკად აკრძალულია მათთვის ვისაც წნევა ან გულის პრობლემები აქვს.
16:50 / 19-02-2015
გამოხმაურება / 0 /
eka
Ki me gavakete es Diers 14 dgeshi davikeli 5kilo Java da Chai shaqrit vsvavdi
15:55 / 09-02-2015
გამოხმაურება / 0 /
თიკო
რამდენი უნდა ბრიჯი მიტხარიტ რაა და მარტო 5ტი დგე რო გავაკეტო ნეტა შეიძლწბა?
00:46 / 20-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ბრინჯი არმდენიიიიიიიიიიი?
23:06 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაზი
ყავა უშაქოდ არ შეიძლება?????????
09:52 / 08-12-2014
გამოხმაურება / 0 /
нана
марто бринджи,араперс ар вуматебт
01:58 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ჩვეულებრივად უნდა მოვხარშოთ ბრინჯი ყველაფრის გარეშე?
01:02 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ბრინჯი მარტო მოხარსჰული,არაპერი ა. უნდა დაამატოტ,ხილი არ სჰეიდზლება,დგეს მესამე სგე. და ამ დილიტ 2 კილზე მეტი მქონდა მოკლებული
23:24 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ხილი შეიძლებაა?
21:42 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS