29 ნოემბერი, 2014
მარი გრიგოლიას პოპულარული ბრინჯის დიეტა - 10 დღეში მინუს 8 კილოგრამი
დიეტის დაწყებას თუ გადაწყვეტთ, დღეში მინიმუმ სამი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ
ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, ბევრისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. დიეტის დაცვის შემდეგ, როგორც წესი დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება ძალიან ჭირს, თუმცა მთავარი სურვილია.

თბილისში რამდენიმე წლის წინ ძალიან პოპულარული იყო უგულავას დიეტა და მისი წყალობით ბევრმა სასურველი წონის შენარჩუნება მოახერხა. უგულავას დიეტას იცავდნენ ცნობილი სახეებიც, თუმცა რამდენიმე პროდუქტის სიძვირის გამო, იაფი სიამოვნება არ არის.

ბოლო დროს კი მოდური გახდა ბრინჯის დიეტა. მაგალითად, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ბრინჯის დიეტით
მოახერხა არასასურველი კილოგრამების დაკლება.

ამავე დიეტას იცავს ინგა გრიგოლიას ქალიშვილი მარიამ გრიგოლია. დიეტის დაცვა სირთულესთან საერთოდ არაა დაკავშირებული. მთავარია, ბრინჯი და მაწონი გიყვარდეთ.

მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, ერთი საშუალო ზომის ქვაბში მოხარშული ბრინჯი მიირთვათ. ერთი ქილა მაწონი კი დღის განმავლობაში უნდა გადაანაწილოთ.

დიეტის დაწყებას თუ გადაწყვეტთ, დღეში მინიმუმ სამი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ. თუ როგორი შედეგი მიიღო თბილისში პოპულარული ბრინჯის დიეტით, ამის გასარკვევად მარიამ გრიგოლიას გავესაუბრეთ.

მარიამი:

- მარტივი დიეტაა. 10 დღის განმავლობაში დღის მანძილზე მხოლოდ ბრინჯი და 1 ქილა მაწონი და 3 ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ. 8-10 კილომდე იკლებ, ეს არის ჩემი დიეტა. პირობას ვდებ, ყველა დაიკლებს, თუ არ დაარღვევს. დიეტის პარალელურად ცოტა ვარჯიშით თუ დაკავდებით, ამ დროს იდეალურ შედეგს მიიღებთ.
- რამდენი კილო დაიკელი ამ დიეტით?
- 10 დღეში პირველად 8 კილო დავიკელი. მეორედ მხოლოდ 5 დღე გავაკეთე და 4 კილო დავიკელი და წონა შევინარჩუნე. მთავარი ესაა.

მერი კობიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 107 /
დუდუ
მაწონი დღეში ერთი ქილა?და ბრინჯის რაოდენობა რამდენი?
20:51 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
na
dges me5 dgea da 4kilo maqvs daklebuli ukve..(yavas vsvav shaqrit)
19:33 / 06-05-2015
გამოხმაურება / 0 /
თეო
კიი თაფლით შეილება,წყალი ჩვეუებრივი უნდა იყოს,ან ბორჟომი გაზ გასული, მართლა ეფექტურია,ვინც ცადა დაიკო
00:37 / 22-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნისლი
ბრინჯის და მაწვნის დიეტას კეფირის და გრეჩიხის ჯობია.ეფექტი ერთი აქვს.
00:39 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ბრინჯი რამდენი უნდა მოვხარშო?
21:47 / 20-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო ლესჰკასჰელი
ბრინჯი მოხარშული?
21:43 / 20-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ცყალი ჰვეულებრივი ტუ გადადუხებული
13:22 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ყავა შეიძლება?????უშაქრო უნდა იყოს???თაპლიტ რომ დავლიო ყავა შეიდლება???
18:05 / 09-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ტეე
6 დღეში 3 კგ :))
23:18 / 25-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ქრისტი
მე გავაკეტე 6 დგე და 4 კილო მოვიკელიიი
12:37 / 23-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS