29 ნოემბერი, 2014
მარი გრიგოლიას პოპულარული ბრინჯის დიეტა - 10 დღეში მინუს 8 კილოგრამი
დიეტის დაწყებას თუ გადაწყვეტთ, დღეში მინიმუმ სამი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ
ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, ბევრისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. დიეტის დაცვის შემდეგ, როგორც წესი დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება ძალიან ჭირს, თუმცა მთავარი სურვილია.

თბილისში რამდენიმე წლის წინ ძალიან პოპულარული იყო უგულავას დიეტა და მისი წყალობით ბევრმა სასურველი წონის შენარჩუნება მოახერხა. უგულავას დიეტას იცავდნენ ცნობილი სახეებიც, თუმცა რამდენიმე პროდუქტის სიძვირის გამო, იაფი სიამოვნება არ არის.

ბოლო დროს კი მოდური გახდა ბრინჯის დიეტა. მაგალითად, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ბრინჯის დიეტით
მოახერხა არასასურველი კილოგრამების დაკლება.

ამავე დიეტას იცავს ინგა გრიგოლიას ქალიშვილი მარიამ გრიგოლია. დიეტის დაცვა სირთულესთან საერთოდ არაა დაკავშირებული. მთავარია, ბრინჯი და მაწონი გიყვარდეთ.

მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, ერთი საშუალო ზომის ქვაბში მოხარშული ბრინჯი მიირთვათ. ერთი ქილა მაწონი კი დღის განმავლობაში უნდა გადაანაწილოთ.

დიეტის დაწყებას თუ გადაწყვეტთ, დღეში მინიმუმ სამი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ. თუ როგორი შედეგი მიიღო თბილისში პოპულარული ბრინჯის დიეტით, ამის გასარკვევად მარიამ გრიგოლიას გავესაუბრეთ.

მარიამი:

- მარტივი დიეტაა. 10 დღის განმავლობაში დღის მანძილზე მხოლოდ ბრინჯი და 1 ქილა მაწონი და 3 ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ. 8-10 კილომდე იკლებ, ეს არის ჩემი დიეტა. პირობას ვდებ, ყველა დაიკლებს, თუ არ დაარღვევს. დიეტის პარალელურად ცოტა ვარჯიშით თუ დაკავდებით, ამ დროს იდეალურ შედეგს მიიღებთ.
- რამდენი კილო დაიკელი ამ დიეტით?
- 10 დღეში პირველად 8 კილო დავიკელი. მეორედ მხოლოდ 5 დღე გავაკეთე და 4 კილო დავიკელი და წონა შევინარჩუნე. მთავარი ესაა.

მერი კობიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 107 /
ნინო
იდევნება ორგანიზმიდან მარილები მეტად სარისკოა ჯანმრთელობისათვის
16:31 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინუცა
მარილი შეიძლება ბრინჯს რომ მოვაყარო ? და ანუ ზუსტად რაამდენი გრამი ბრინჯი შემიძლია დღის განმავლობაში რომ ვჭამო ეგეც მითხარით რა :)
16:29 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
Dაყავა სჰეიზლება
16:24 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ninco
Me gavakete ert zapxuls brinjis diets ogond Costa sxvanairad da ra magrad davikeli icit? Tan samkurnalocaa marilebs shlis brinji da shlakebs gamodevnis.
16:07 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თეო
მაწვნის ჩანაცვლეა არაფრით არ შეიძლება?
15:13 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანოო123
ყავა შეიდზლება?
15:09 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
ბრინჯი როგორ უნდა იყოს მოხარშული არააქვს მნიშვნელობა?
15:07 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS