18 ნოემბერი, 2014
იმუნიტეტის ასამაღლებელი 3 ჯადოსნური რეცეპტი
როცა ორგანიზმის დამცავი ფუნქციები დასუსტებულია, ბანალური გაციება შეიძლება გადაიქცეს დიდ პრობლემად. ასე რომ არ მოხდეს მნიშვნელოვანია დროულად აინაზღაუროთ დაკარგული ძალები...

რეცეპტი 1. აურიეთ ერთმანეთში შვრია, ქერი და ხორბალი თანაშეფარდებით 1:1. მიღებული ნარევი დაფქვით ყავის საფქვავში ფქვილის მისაღებად. 1 ს.კ. ფქვილს დასხით 1ჭიქა თბილი ანადუღარი წყალი და დააყენეთ 2 საათის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი და დალიეთ. მიიღეთ დღეში ერთხელ უზმოზე 30 წუთით ადრე ჭამამდე 2 კვირის განმავლობაში.

რეცეპტი 2. 2 ს.კ. შვრიის ხორბალს დაასხით
1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 24 საათის განმავლობაში და შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 100-100 მლ 3-ჯერ 30 წუთით ადრე ჭამამდე 2 კვირის განმავლობაში.

რეცეპტი 3. 1 საშუალო ზომის ვაშლის კანი გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და ოდნავ გაახმეთ. აურიეთ ვაშლის კანი და 1 კანიანად გატარებული ან დაბლენდერებული ფორთოხალი ერთმანეთში, დაამატეთ ცოტა ნუში ან ნიგოზი და 2 ს.კ. თაფლი. მიიღეთ სამკურნალო ნარევი 1 ჩ.კ. 2-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე 2-3 კვირის განმავლობაში.

კესო ლაღიძე





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნია
შვრიის ხორბალი????
01:17 / 21-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS