მარილი ქსოვილის ღრმა ფენებში აღწევს, გამოაქვს ზედმეტი წყალი და კანს მინერალური ნივთიერებებითა და მიკროელემენტებით ავსებს. ზღვის მარილი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და ცხიმების წვის პროცესს.
ზღვის მარილი ცხელი აბაზანებისთვის არ არის განკუთვნილი. ზღვის მარილის პროცედურის მიღება კვირაში ერთხელ არის რეკომენდებული, თანაც არაუმეტეს 5-20 წუთისა.
ზღვის მარილის აბაზანის მიღებისას არ გამოიყენოთ საპონი ან საპნის შემცველი საშუალებები. აბაზანის შემდეგ მარილის ნარჩენები შხაპისა და მსუბუქი გელის საშუალებით ჩამოიბანეთ,
ზღვის მარილის აბაზანა სასარგებლოა მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. ის კანს მკვდარი უჯრედებისგან ასუფთავებს, ნაზსა და გლუვს ხდის.
კესო ლაღიძე