15 ნოემბერი, 2014
გამონაყარი, ნაოჭები, ლაქები – როგორი წყლით უნდა დავიბანოთ სახე
ქალმა სილამაზე რომ შეინარჩუნოს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სახისა და ხელის კანის მოვლას. სახეზე გამონაყარი, ლაქები, ნაოჭები, მოუვლელი ხელის კანი ყოველთვის უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, ამიტომ სახისა და ხელის კანის სილამაზე სისტემატური მოვლით უნდა შეინარჩუნოთ. ყოველდღიურად, დაბანის შემდეგ, კანის შესაფერისი კრემის ხმარება და კვირაში ერთხელ სახის ნიღაბი ქალს ამის გარანტიას აძლევს.

თბილი წყლით დაბანა კანს აცილებს ჭუჭყს, აფართოებს და ხსნის ფორებს, რაც ხელს უწყობს სახიდ
ან ჭუჭყის მთლიანად ჩამოწმენდას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელპირი ყოველდღე თბილი ან ცხელი წყლით უნდა დაიბანოთ. ეს კვირაში ერთხელაც საკმარისია. პირი დაიბანეთ საპნითა და ცივი წყლით, შემდეგ კი წაისვით კრემი.

გირჩევთ, სახის კანისთვის სხვადასხვა ნიღაბი გამოიყენოთ.

გახსოვდეთ! ნიღბის დადებამდე პირი უნდა დაიბანოთ. ნიღაბი სახეზე გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, ხოლო შემდეგ ცივი წყლით, ნაზად შეიმშრალეთ პირსახოცით და ნორმალურ და მშრალ კანზე ცხიმიანი მკვებავი წაისვით, ხოლო ცხიმიან კანზე - შესაფერისი კრემი.

გვირჩევენ, რომ კრემი სახეზე წავისვათ დაბანის შემდეგ, როცა კანი ოდნავ ნოტიოა. ამ შემთხვევაში კრემს კანი ადვილად იწოვს და არ იწვევს დაჭიმულობის შეგრძნებას. კრემი სახეზე თითების ნელი მოძრაობით წაისვით.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სოფო
ლაქების გასაქრობი თუ რაიმე იცით დადეთ.
10:19 / 21-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS