სწორედ ის უზრუნველყოფს სანელებელს სპეციფიკური არომატით და ანიჭებს მას სამკურნალო თვისებებს.
• კერძოდ, მიხაკს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტური, ანტიმიკრობული, შარდმდენი და ოფლმდენი თვისებები.
• მიხაკს ფართოდ გამოიყენებენ სტომატოლოგიაში: ის ებრძვის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებებს და ანთებით პროცესებს პაროდონტოზის და კარიესის დროს.
• მიხაკის ანტიმიკრობული თვისების დახმარებით მკურნალობენ დიარეას, მეტეორიზმს
• მიხაკის ზეთი - ძლიერი ანტისეპტიკია, რომელიც ეფექტურად ებრძვის ჭიებს და პათოგენურ ბაქტერიებს.
• მიხაკი ხსნის დიაფრაგმულ და კუნთოვან კრუნჩხვებს, შველის სლოკინს.
• აძლიერებს ჭინთვებს მშობიარობის დროს და ამაღლებს საშვილოსნოს ტონუსს.
• ეს სანელებელი დადებითად მოქმედებს ართრიტების, ართროზების და ტრავმების დროს.
• მიხაკის ნახარშს იყენებენ თვალის დაავადებების სამკურნალოდ.
• მიხაკი კურნავს დაბალ წნევას და ასთმას.
მიხაკი შეუცვლელია ანგინის და სლოკინის სამკურნალოდ. ამ რეცეპტის დასამზადებლად აადუღეთ 200 მლ რძე და დაამატეთ 5 ც. დანაყული მიხაკი. დალიეთ ცხელ მდგომარეობაში, მცირე ყლუპებით, ამასთანავე ცოტა ხნით გააჩერეთ პირის ღრუში.
მიხაკი შესანიშნავად სპობს სუნს პირის ღრუდან, მაგალითად ნივრის და ხახვის სუნს. დაღეჭეთ 1 ც. მიხაკი ჭამის შემდეგ, ასევე ასეთი პროცედურა კარგი პროფილაქტიკაა კარიესის საწინააღმდეგოდ.
მასაჟი, რომელიც კეთდება ართრიტების და ართროზების დროს უმჯობესია ჩატარდეს მასაჟური საშუალებით, რომელშიც დამატებულია რამდენიმე წვეთი მიხაკის ზეთი.
როგორ დავამზადოთ მიხაკის ზეთი სახლის პირობებში?
აურიეთ ერთმანეთში 100 მლ ზეითუნის ზეთი და 1 ს.კ. მიხაკი. დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ გააციეთ და გაწურეთ. შეინახეთ მაცივარში.
გაციების და ხველების დროს 1 ჩ.კ. თაფლი აურიეთ 3-4 ც. დანაყულ მიხაკთან და მიიღეთ დილა-საღამოს.
საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად 1 ჩ.კ. თაფლს დაამატეთ 3-4 ც. დანაყილი მიხაკი და ცოტა პილპილი. მიიღეთ 10-15 წუთით ადრე ჭამამდე.
მიხაკი არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ბავშვებისთვის, ფეხმძიმე ქალებისთვის, მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის, გასტრიტით, მაღალი მჟავიანობით და წყლულით დაავადებულთათვის.
კესო ლაღიძე