13 ნოემბერი, 2014
მკურნალი ზაფრანა - ასთმის, მენსტრუაციული ტკივილის, სტენოკარდიის, კანის დაავადებების დროს
უნიკალური არომატის და გემოს გარდა ზაფრანას გააჩ ნია ორგანიზმისთვის ჭეშმარიტი სამკურნალო თვისებები. ზაფრანის სასარგებლო თვისებებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებების მკურნალობაში.

ზაფრანა ეფექტურია ანთებითი პროცესების, გაციების, ასთმის და მენსტრუალური ტკივილების დროს. ასევე ზაფრანის მეშვეობით შეიძლება განთავისუფლდეთ უძილობისგან და დეპრესიული განწყობისგან.

ზაფრანა შეიცავს ისეთ მინერალურ ნივთიერებებს, როგორებიცაა კალციუმი, კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი, სელენი. ამასთანავე ყოველი ელემენტი ასრულებს თავის სამკურნალო როლს ორგანიზმში.

კალიუმი უზრუნველყოფს გულსისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობას, რკინა კი სასიკეთოდ მოქმედებს ორგანიზმში ერითროციტების გამომუშავებაზე.

ზაფრანის
სასარგებლო თვისებები ამით არ იფარგლება. მის შემადგენლობაში არის ასევე A, C და B-ჯგუფის ვიტამინები. ის სასიკეთოდ მოქმედებს სისხლძარღვების გამაგრების პროცესსზე, წნევის დარეგულირებაზე და სტენოკარდიის საწყის სტადიაზე, ათეროსკლეროზზე და გულის იშემიურ დაავადებებზე.

ახლახან ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ზაფრანის სასარგებლო თვისებები ასევე ვრცელდება მხედველობაზე. კერძოდ, ეს ეხება ისეთ პრობლემას, როგორიც არის პიგმენტური რეტინიტი და კუნთოვანი დეგენერაცია, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმის დაბერებით. ამ შემთხვევაში ზაფრანა უწევს ჟანგვითსაწინააღმდეგო ეფექტს და ამცირებს ცხიმოვანი მჟავების დონეს უჯრედებში. ამასთან ერთად მხედველობის უჯრედები იწყებენ ნორმალურ ფუნქციონირებას და ხდებიან უფრო დაცულები.

ზაფრანის სასარგებლო თვისებები ვრცელდება კანზეც, განსაკუთრებით ეს ეხება მშრალ კანს, რომელიც უფრო შრება ზამთრის პერიოდში. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ზაფრანის ნიღაბი, რომლის წყალობით კანი ღებულობს ძლიერ ვიტამინურ მუხტს და ხდება ნაზი და ხავერდოვანი:

1 სავსე ს.კ. ზაფრანას დაასხით იმ რაოდენობის თბილი ანადუღარი წყალი, რომ გამოვიდეს ფაფისებური კონსისტენციის. დაიდეთ სახეზე 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღბის შემდეგ გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.

მაღალი ფასის გამო, ბაზარზე უამრავი ყალბი ზაფრანა იყიდება, მაგრამ ამის გაგება საკმაოდ იოლია. უბრალოდ ჩაუშვით საეჭვო სანელებელი თბილ წყალში. თუ სითხე მაშინვე მიიღებს ყვითელ ფერს, ესე იგი საქმე გვაქვს იაფფასიან ნაყალბევთან. ნამდვილი ზაფრანა ჯერ 10-15 წუთის განმავლობაში იწოვს სითხეს, და მხოლოდ ამ დროის შემდეგ სითხე ხდება ოქროსფერი და იღებს განსაკუთრებულ არომატს.

ზაფრანის გამოყენება არ არის რეკომენდებული დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის და ფეხმძიმე ქალებისთვის. ამის გარდა, ზაფრანა ძლიერმოქმედი საშუალებაა და დიდი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული აგზნებადობა და მოწამვლაც კი.

კესო ლაღიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
mzia
daweret receptebi dozirebebi ,igebis wesebi ukve meored vagzavni sms da ar igzavneba mainteresebs ra xdeba
00:43 / 13-01-2015
გამოხმაურება / 0 /
mzia
amdeni shekitxva aris gamogzavnili rom dawerot ama tu im daavadebistvis rogor mivigot zafrana me kerdzod astmis dros mainteresebs dozireba da principi rogor mivigot tu pasuxs ar momcert eseigi chavtvli rom ubralod tyuilia da meti araperi
00:40 / 13-01-2015
გამოხმაურება / 0 /
nana
დაცერეტ სრულკოპილად როგორ უნდა გამოვიკენოტ სხვადასხვა დავადების დროს ,
11:18 / 11-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ciuri
Meც zalian mainteresebs astmis shemtxvevashi rოgor miigeba?
01:09 / 11-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ასთმის დროს როგორ უნდა მივიღოთ
12:58 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS