ზაფრანა ეფექტურია ანთებითი პროცესების, გაციების, ასთმის და მენსტრუალური ტკივილების დროს. ასევე ზაფრანის მეშვეობით შეიძლება განთავისუფლდეთ უძილობისგან და დეპრესიული განწყობისგან.
ზაფრანა შეიცავს ისეთ მინერალურ ნივთიერებებს, როგორებიცაა კალციუმი, კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი, სელენი. ამასთანავე ყოველი ელემენტი ასრულებს თავის სამკურნალო როლს ორგანიზმში.
კალიუმი უზრუნველყოფს გულსისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობას, რკინა კი სასიკეთოდ მოქმედებს ორგანიზმში ერითროციტების გამომუშავებაზე.
ზაფრანის
ახლახან ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ზაფრანის სასარგებლო თვისებები ასევე ვრცელდება მხედველობაზე. კერძოდ, ეს ეხება ისეთ პრობლემას, როგორიც არის პიგმენტური რეტინიტი და კუნთოვანი დეგენერაცია, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმის დაბერებით. ამ შემთხვევაში ზაფრანა უწევს ჟანგვითსაწინააღმდეგო ეფექტს და ამცირებს ცხიმოვანი მჟავების დონეს უჯრედებში. ამასთან ერთად მხედველობის უჯრედები იწყებენ ნორმალურ ფუნქციონირებას და ხდებიან უფრო დაცულები.
ზაფრანის სასარგებლო თვისებები ვრცელდება კანზეც, განსაკუთრებით ეს ეხება მშრალ კანს, რომელიც უფრო შრება ზამთრის პერიოდში. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ზაფრანის ნიღაბი, რომლის წყალობით კანი ღებულობს ძლიერ ვიტამინურ მუხტს და ხდება ნაზი და ხავერდოვანი:
1 სავსე ს.კ. ზაფრანას დაასხით იმ რაოდენობის თბილი ანადუღარი წყალი, რომ გამოვიდეს ფაფისებური კონსისტენციის. დაიდეთ სახეზე 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღბის შემდეგ გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.
მაღალი ფასის გამო, ბაზარზე უამრავი ყალბი ზაფრანა იყიდება, მაგრამ ამის გაგება საკმაოდ იოლია. უბრალოდ ჩაუშვით საეჭვო სანელებელი თბილ წყალში. თუ სითხე მაშინვე მიიღებს ყვითელ ფერს, ესე იგი საქმე გვაქვს იაფფასიან ნაყალბევთან. ნამდვილი ზაფრანა ჯერ 10-15 წუთის განმავლობაში იწოვს სითხეს, და მხოლოდ ამ დროის შემდეგ სითხე ხდება ოქროსფერი და იღებს განსაკუთრებულ არომატს.
ზაფრანის გამოყენება არ არის რეკომენდებული დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის და ფეხმძიმე ქალებისთვის. ამის გარდა, ზაფრანა ძლიერმოქმედი საშუალებაა და დიდი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული აგზნებადობა და მოწამვლაც კი.
კესო ლაღიძე