12 ნოემბერი, 2014
"ქერის ბურღული" - სილამაზის ფაფა და 100-მდე დაავადების მკურნალი
დღეს ქერის ბურღული ("პერლოვკა") ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ უნდა ავღნიშნოთ, რომ ის არ არის ისეთი პოპულარული, როგორც შვრია ან ბრინჯი.

უძველეს დროში ქერი ითვლებოდა სამეფო კერძად, და ყველა გლეხს როდი შეეძლო ასეთი გემრიელი საჭმლის მირთმევა.

ქერი შეიცავს ვიტამინების A, D, E, PP და B ჯგუფის დიდ რაოდენობას. ვიტამინი A აუცილებელია მხედველობის გასაუმჯობესებლად და ინფექციებისგან დასაცავად. ვიტამინი D ამაგრებს ძვლებს და კბილებს, ვიტამინი E გვიცავს ნაადრევი დაბერებისგან, ვიტამინი B პასუხისმგებელია ნერვული სისტემის მუშაობაზე, ლამაზ თმაზე და
სუფთა კანზე
.

ამის გარდა ქერი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და მიკროელემენტებს: კალციუმს, რკინას, ცინკს, მანგანუმს, კობალტს, ქრომს, იოდს.

ქერის მთავარი საოცრებაა ფოსფორი, რომელიც მასში 2-ჯერ მეტია ვიდრე სხვა ბურღულეულში. ფოსფორი საჭიროა არა მხოლოდ უკეთესი ნივთიერებათა ცვლისთვის და ტვინის კარგი მუშაობისთვის, არამედ ითვლება "მთავარ მიკროელემენტად" სპორტსმენებისთვის.

უჯრედისი ქერში 2-ჯერ მეტია ვიდრე ხორბალში. ცილა, რომელსაც შეიცავს ქერის მარცვალი, აღემატება ხორბლის ცილის კვებით ფასეულობას.

ამ ბურღულეულის ნახარშს გააჩნია უამრავი სამკურნალო თვისება:

ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, სპაზმოლიტური, დამარბილებელი.
ქერის მეშვეობით მკურნალობენ სარძევე ჯირკვლების დაავადებებს, თირკმელებს, შეკრულობას, ზედმეტ წონას, ხველას, გაციებას და ა.შ. ალერგიული დაავადებების დროს ექიმები გვირჩევენ ქერის ფაფის გამოყენებას.

"პერლოვკა" ასევე შეიცავს ბუნებრივ ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს. ერთ-ერთი მათგანია გორდეცინი, რომელიც კურნავს კანის სოკოვან დაავადებებს.

ქერს თავისუფლად შეგვიძლია მივანიჭოთ "სილამაზის ფაფის" წოდება. ის შეიცავს ისეთ ამინომჟავას, როგორიცაა ლიზინი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს კოლაგენის ფორმირებაში. ცნობილია, რომ სწორედ ის ხდის კანს ელასტიურს და მკვრივს, აფერხებს ნაოჭების გაჩენის პროცესს.

დიეტოლოგები ურჩევენ გამოიყენონ "პერლოვკა" მათ, ვისაც სურს გახდომა, ვინაიდან დამანაყრებელი ფაფა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ცხიმის დაგროვებას, და უჯრედისს, რომელსაც გამოყავს ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები.

კესო ლაღიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ვერონიკა
როგორც ბრინჯისგან ამზადებთ, ისე შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი კერძი.
15:28 / 11-03-2018
გამოხმაურება / 0 /
თეო
სად შეიძლება ყიდვა მასწავლეთ თუ შეიძლება.
00:07 / 22-02-2018
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ეს პროდუქტი რომ მიირთვათ, წინასწარ უნდა დაალბოთ 3 საათით ადრე სანამ მოხარშავთ, საკმაოდ დიდი დრო უნდა ხარშვას, მაგრამ საკმაოდ გემრიელია, შეგიძლიათ ტკბილი სახით გაამზადოთ, ან კიდევ ჩვეულებრივ სუპის სახით მოამზადოთ
23:22 / 26-11-2017
გამოხმაურება / 1 /
თა
ძალიან მალე იხარშება,არ ჭირდება ჩალბიბა
14:31 / 31-07-2020
ინგა
როცა რაიმეს გვირჩევთ იქნებ ზუსტი რეცეპტიც დაწეროთ, თორემ აზრი ეკარგება ამ რჩევებს
18:28 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანიკა
მაინტერესებს როგორ დავამზადოთ ეს პროდუქთი?
19:12 / 14-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS