გთავაზობთ, რეცეპტებს ჩინური ხალხური მედიცინის მიხედვით
უმი კარტოფილის წვენი ძალზე სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის, კუჭის წყლულოვანი, ჰიპერტონული დაავადებების დროს, ასევე მათთვის, ვისაც თირკმელები და ღვიძლი აწუხებს.
დადგენილია, რომ კარტოფილის წვენი შეიცავს მატონიზირებულ ნივთიერებებს, ასევე K ვიტამინს, რაც დამღუპველად მოქმედებს კიბოს უჯრედებზე.
ცნობილი ექიმის უოკერის დაკვირვებით კარტოფილის წვენი შეიცავს კალიუმს, გოგირდს, ფოსფორსა და ქლორს, რაც ხელს უწყობს
მეცნიერთა დაკვირვებით უმი კარტოფილის წვენი შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს და განსაკუთრებით მარეგულირებელია სტაფილოს წვენთან ან ნიახურის წვენთან არეული. აწესრიგებს საჭმლის მონელებას, შველის ჩიყვსა და იშიაზს.
არ უნდა დაგვავიწყდეს კარტოფილის დიეტური ღირებულებებიც, იოლად ასათვისებელი ნახშირწყლები და კარგად ბალანსირებული მინერალური შემადგენლობა, ამის შესაძლებლობას იძლევა.
მოხარშული ცხელი კარტოფილი გამოიყენება ინჰალაციებისა და კომპრესებისათვის. გახეხილი უმი კარტოფილი კი - კანის დაავადებების, დამწვრობის, ფურუნკულოზისა და ჩირქგროვების შემთხვევაში კარგ ეფექტს იძლევა.
თუ გაწუხებთ გასტრიტი, დისპეფსია (კუჭის აშლილობა), გულძმარვა, მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა), კარგი იქნება დილით, უზმოზე მიირთვათ უმი კარტოფილის ერთი ჭიქა წვენი. დალევთ თუ არა, ჩაწექით ნახევარი საათით, ერთი საათის შემდეგ ისაუზმეთ. ჩაიტარეთ ათდღიანი პროცედურა, შეისვენეთ ათი დღე და ისევ გაიმეორეთ ათდღიანი მკურნალობა.
ერთჯერადი ულუფის მოსამზადებლად 2-3 დიდი კარტოფილი საკმარისია. სამედიცინო თვალსაზრისით, უპირატესობას ვარდისფერ ჯიშებს ანიჭებენ. კარგად გარეცხეთ ბოლქვები და ამოჭერით დაზიანებული ადგილები, შემდეგ გაწურეთ.
კესო ლაღიძე