რეცეპტების დამზადება:
1. სალბის ნაყენი ხველების დროს. 1 ს.კ. სალბის გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 15-20 წუთი და გაწურეთ. დაამატეთ 1 ჩ.კ.
2. სალბის ნაყენი რძით. მოამზადეთ სალბის ნაყენი ზემოაღნიშნული რეცეპტით, მხოლოდ მიღების წინ დაამატეთ თბილი რძე თანაშეფარდებით 1:1. მიიღეთ ასევე 0,5 – 1 ჭიქა დღეში 2- 3-ჯერ.
3. სავლები ხსნარი. 1 ს.კ. სალბის გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20-30 წუთი, გაწურეთ და დაასხით იგივე რაოდენობის წყალი. თბილი ნაყენით გამოივლეთ ყელი და პირის ღრუ 4-6-ჯერ დღეში.
4. სავლები ხსნარი თაფლით და ლიმონით. თუ ხველებისას ძლიერ გტკივათ ყელი ან ნუშისებრი ჯირკვლის ანთება გაქვთ, გამოიყენეთ ეს რეცეპტი: 1 ს.კ. სალბის გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 15-20 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და ½ ს.კ. ლიმონის წვენი.
5. სალბის მიქსტურა ხანგრძლივი ხველებისთვის. 1 ს.კ. სალბის გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა რძე, დადგით ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოდგით. დაამატეთ 1 ს.კ. ნაღების კარაქი ან ღორის მუცლის ქონი და დააყენეთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და მიიღეთ ძილის წინ.
სალბის ნაყენი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისთვის, მათ შეუძლიათ გამოიყენონ მხოლოდ სალბის სავლები.
კესო ლაღიძე