04 ნოემბერი, 2014
ჭვავის პური, ქერის ქატო, წიწიბურა, ხახვი, წიწაკა - იმკურნალეთ წინაპრების რეცეპტებით
ჭვავის პური ჯანმრთელ ადამიანებსაც კი ძალას მატებს. იგი არც ძალიან რბილი და არც ძალიან ხმელი უნდა მიირთვათ, რათა კუჭს არ ავნოთ. მათ, ვისაც კუჭის დაავადებები აწუხებს, უმჯობესია, უპირატესობა ხორბლის პურს მიანიჭონ.

მკერდის არისა და ფერდების ტკივილის დროს მოხალული ჭვავის ფქვილი მდუღარეში გახსენით და ჩაის სახით დალიეთ.

თუ თავი გტკივათ, დაასველეთ ჭვავის პური ძმარში და თავზე მიიდეთ, ფეხები კი თიხის წყალხსნარში ჩაყავით.

ქერის ქატოს ნახარში შარდსასქესო ორგანოების პრობლემებს მოგიწესრიგებთ. დასივებისა და შეშუპების პროფილაქტიკისთვის პრობლემურ ადგილზე მოხარშული
ჭარხლისა და შვრიის ფქვილის ნარევი დაიდეთ.

თუ რძეში მოხარშულ წიწიბურას დალურჯებულ ადგილებზე მიიდებთ, სილურჯე გაქრება. 

ხახვის წვენისა და თაფლის ნარევი ხველასა და ყელის დაავადებებს შველის.
თუ ხახვის წვენს გააზავებთ წყლით 1:10-თან და პირში გამოივლებთ, ღრძილების დაავადებები აღარ დაგემუქრებათ.

ძმარში დანაყილი ხახვით დაიზილეთ გარქოვანებული ადგილები, ეს კანს სინაზეს დაუბრუნებს. ტაფაზე შემწვარი ხახვი იარებზე მიიდეთ, მოაშუშებს.

მოხარშული და დაქუცმაცებული ნიორი ჩირქოვან იარებს აშუშებს. თუ ნივრის წვენს თმაში შეიზელთ, რწყილები და წილები აღარ შეგაწუხებთ, თმის ძირები კი გამაგრდება.

ღვინოში შერეული გახეხილი ნივრით ღრძილები დაიზილეთ, ეს კბილებს ამაგრებს. თუ მცენარეულ ზეთში შემწვარ ნიორს მუწუკებზე წაისვამთ, მოშუშდება.

ძროხის რძეში მოხარშული ნივრის ნაყენი ტკივილს აყუჩებს.

მოხარშეთ ნიორი ნებისმიერ პარკოსანთან ერთად, დაუმატეთ მცენარეული ზეთი და ღამით საფეთქლებში შეიზილეთ, უძილობა და თავის ტკივილი აღარ შეგაწუხებთ.

ნიორი, პირშუშხა, მდოგვი, ჭინჭარი ერთად დანაყეთ, გამოწურეთ წვენი და მიიღეთ გულის უკმარისობის დროს.

წიწაკა კუჭ-ნაწლავს ასუფთავებს, მაგრამ ზედმეტი რაოდენობით წიწაკის მირთმევა მხედველობას აფუჭებს.

თაფლისა და მდოგვის ნარევი ხველისაგან გაგათავისუფლებთ. მდოგვისა და თხის რძის ნარევი კი იარებს აშუშებს.

პიტნის წვენი შეურიეთ ძმარს, წაისვით საფეთქლებზე, თავი აღარ აგტკივდებათ.
დილით კამის წვენის მიღება კარგია თირკმლებისა და ნაღვლის ბუშტისთვის.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS