ვიტამინების და მინერალების შემადგენლობით ის არ ჩამოუვარდება ყურძენს და ლეღვს
კარალიოკი წარმოადგენს ხურმის ერთერთ ნაირსახეობას. ვიტამინების და მინერალების შემადგენლობით ის არ ჩამოუვარდება ყურძენს და ლეღვს. კარალიოკი მდიდარია ვიტამინებით A, С და E, კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, ფოსფორით და რკინით. უპირველეს ყოვლისა ის თავის რაციონში უნდა ჩართონ მათ, ვისაც გულსისხლძარღვთა პრობლემები აწუხებთ. იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის საჭიროა ამ გემრიელი და სასარგებლო ხილის ყოველდღიურად მიღება.
ბეტა-კაროტინის შემცველობა ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და ამცირებს ფილტვის კიბოს გაჩენის რისკს. ამიტომ
ეს ხილი ნამდვილი განძია მწეველებისთვის. ამის გარდა კარალიოკი სასარგებლოა საყრდენ მამოძრავებელი დაავადებების, ანემიის და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. ასევე კარალიოკის გამოყენება ანაზღაურებს იოდის ნაკლებობას ორგანიზმში. კარალიოკი - შესანიშნავი შარდმდენია, რომელიც ეხმარება შეშუპებებისგან განთავისუფლებას. დიარეის და ნაწლავების ინფექციების დროს კი ის უზრუნველყოფს მაღალ ბაქტერიციდულ ეფექტს.
საშემოდგომო-ზამთრის პერიოდში უამრავი ქალი იყენებს მწიფე კარალიოკის და ხურმის ნაზ რბილობს როგორც სახისთვის ეფექტურ ნიღაბს. ეს ნიღაბი განსაკუთრებით სასიკეთოდ მოქმედებს პრობლემურ კანზე. გამონაყრის შემთვხევაში, 1ც. მწიფე რბილი კარალიოკის რბილობს დაუმატეთ წინასწარ ათქვეფილი 1კვერცხის გული, კარგად აურიეთ და დაიდეთ სახის კანზე 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კესო ლაღიძე