03 ნოემბერი, 2014
კირა ანდრონიკაშვილის სილამაზის საიდუმლო - ორი რეცეპტი მსახიობისგან
გთავაზობთ კირა ანდრონიკაშვილის სილამაზის ორ რეცეპტს ქართველი ცნობილი ქალბატონებიდან ბევრია ისეთი, რომლებმაც სიბერემდე შეინარჩუნეს სილამაზე. მათ შორის არის გამორჩეული კირა ანდრონიკაშვილი, მსახიობი და უბრალოდ ულამაზესი ქალბატონი.


კირა ანდრონიკაშვილი ყოველთვის ფორმაშია და არაჩვეულებრივად გამოიყურება.
გთავაზობთ კირა ანდრონიკაშვილის სილამაზის ორ რეცეპტს, რომელიც სხვადასხვა დროს პრესაში ინტერვიუს დროს გაამხილა.

რეცეპტი 1 - ლამაზი სახის კანისთვის

მაწონში უნდა ავურიოთ ცოტა შვრია (ჰერკულესი), ყავა, თაფლი და ცოტა გახეხილი ვაშლი ან სხვა ხილი, თუნ
დაც ერთი ცალი მარწყვი. ამ ნიღაბს ხშირად ვიდებ და ძალიან კარგი ეფექტი აქვს.


Rating

რეცეპტი 2 - თმის მბზინვარებისთვის

პატარა, ღვინის ჭიქა აბუსალათინის ან ზეითუნის ზეთს ორ კვერცხის გულთან ავთქვეფთ და თუ რამე ვიტამინი გვაქვს სახლში, ჩავაყრით. ეს ნიღაბი დაბანილ თმაზე უნდა დავიდოთ და ერთ საათში ჩამოვიბანოთ. ძალიან კარგია, თუ ამას არაჟანს დავამატებთ. ნიღბის ჩამობანის შემდეგ ჩვეულებრივი შამპუნი გამოიყენეთ. კარგია, ამას ათ დღეში ერთხელ თუ გავაკეთებთ. ახალგაზრდა რომ ვიყავი და ბიჭვინთიდან, ზღვიდან ვბრუნდებოდი, თმა გამომშრალი მქონდა, ამ ნიღბით ვიცოცხლებდი ხოლმე.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
mzia nachkebia
შეიქმნა მსოფლიოში პირველად ბიოლიფტინგ ნიღაბი, რომლის მოხმარესაც აქვს ბუნებრივი ბოტოქსის ეფექტი, მცენარეული 100%-ით, მზადდება საფრანგეთში, ვისაც აინტერესებს, მომწერეთ პირადში, შესაძლებელია ერთი პროცედურა საჩუქრად, 15 წუთში ნახავთ ეფექტს
12:26 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
ქალბატონ კირას არანაერი პლასტიკური ოპერაციები არა აკვს გაკეტებული იგი ბუნებრივად არის ესეთი ლამაზი.
20:09 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სემირამიდა
ნატა, თქვენ თვითონ რამხელა ცხირი გაქვთ ალბათ...
00:17 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ძალიან ლამაზი და მომხიბვლელია, არ ვიცი რა აქვს გაკეთებული , მაგრამ ცხვირი რომ აქვს გაკეთებული ეგ 100 % ვიცი.
22:05 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
cicino
არისტოკრატების გენეტიკაცაა გასათვალისწინებელი........
13:14 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS