24 ივნისი, 2013
გერმანული დიეტა - მინუს 18 კილოგრამი
აღსანიშნავია, რომ სისტემის ყველა ინგრედიენტი აუცილებლად ახალი უნდა იყოს. გერმანული დიეტის განმავლობაში შეიძლება უსაზღვროდ დალიოთ წყალი საშუალო შედეგი - 7 კვირაში 18 კილოგრამამდე დაკლება. ეს დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივია. თანაც, ეს სწორედ დიეტაა და არა კვების სისტემა. აღსანიშნავია, რომ დიეტა შედარებით არათანაბარზომიერია მთელი 7 კვირის განმავლობაში - და დამატებით, ყველა კვირასთან ერთად კვირის საერთო კალორიულობა კლებულობს - ბოლო, მეშვიდე კვირაში ყველაზე დაბალია გამოყენებული კალორიების რაოდენობა. აკრძალული პროდუქტები ყოველკვირეულად სულ უფრო და უფრო იმატებს რაოდენობაში.

აღსანიშნავია,
რომ სისტემის ყველა ინგრედიენტი აუცილებლად ახალი უნდა იყოს. გერმანული დიეტის განმავლობაში შეიძლება უსაზღვროდ დალიოთ წყალი (არაგაზირებული და არამინერალიზებული - ის არ ამძაფრებს შიმშილის განცდას). ალკოჰოლი ნებისმიერი სახით გამორიცხულია.

გერმანული დიეტის მენიუ 7 კვირის განმავლობაში

პირველი კვირა:
ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი (არაფერი წყლის გარდა) - 5 ლიტრამდე; პირველი კვირის დანარჩენი დღეები - თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.

მეორე კვირა:
ორშაბათს მხოლოდ წყალი დალიეთ; სამშაბათს - ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი (მეტი არაფერი); მეორე კვირის დანარჩენ დღეებში - თქვენთვის ჩვეულებრივი კვების რეჟიმი.

მესამე კვირა:
ორშაბათს მხოლოდ წყალი დალიე; სამშაბათს - ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი; ოთხშაბათს - ორ კილოგრამამდე ვაშლი (და მეტი არაფერი); მესამე კვირის დანარჩენ დღეებში - თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.

მეოთხე კვირა:
ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი; სამშაბათს - ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი; ოთხშაბათს - ორ კილოგრამამდე ტკბილი ან მჟავე ვაშლი; ოთხშაბათს შეიძლება დალიოთ მხოლოდ ახალგამოწურული (არაკონსერვირებული) ნებისმიერი (ბანანის გარდა) ხილის ან ბოსტნეულის წვენი; მეოთხე კვირის დანარჩენ დღეებში - თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.

მეხუთე კვირა:
ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი; სამშაბათს - ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი; ოთხშაბათს - ორ კილოგრამამდე ნებისმიერი ვაშლი; ხუთშაბათს დალიეთ ახალგამოწურული (ბანანის გარდა) ხილის ან ბოსტნეულის წვენი; პარასკევს დალიეთ მხოლოდ ერთპროცენტიანი უცხიმო (დანამატების გარეშე) კეფირი; შაბათ-კვირას - თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.

მეექვსე კვირა:
ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი; სამშაბათს - ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი; ოთხშაბათს - ორ კილოგრამამდე ნებისმიერი ვაშლი; ხუთშაბათს დალიეთ ახალგამოწურული (ბანანის გარდა) ხილის ან ბოსტნეულის წვენი; პარასკევს დალიეთ მხოლოდ ერთპროცენტიანი უცხიმო (დანამატების გარეშე) კეფირი; შაბათს - ერთ კილოგრამამდე ორთქლზე დამზადებული ანანასი ან ყაბაყი (არაკონსერვირებული). კვირას - თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.

მეშვიდე კვირა:
ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი; სამშაბათს - ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი; ოთხშაბათს - ორ კილოგრამამდე ნებისმიერი ვაშლი; ხუთშაბათს დალიეთ ახალგამოწურული (ბანანის გარდა) ხილის ან ბოსტნეულის წვენი; პარასკევს დალიეთ მხოლოდ ერთპროცენტიანი უცხიმო (დანამატების გარეშე) კეფირი; შაბათს - ერთ კილოგრამამდე ორთქლზე დამზადებული ანანასი ან ყაბაყი (არაკონსერვირებული); კვირას - დალიეთ მხოლოდ წყალი, 5 ლიტრამდე.

ღირსებები:
გერმანული დიეტის პლუსი ის არის, ეფექტურად ხდებით. დიეტის შემდეგ წონას არ კრეფთ - მიღწეულ შედეგს დიდხანს ინარჩუნებთ.

ნაკლოვანებები:
მინუსი მისი ხანგრძლივობაა - მაგალითად, მივლინების ან შვებულების დროს მისი დაცვა ძნელია.

სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 41 /
ლუკა
დღეს დავიწყე ეს დიეტა. რატომღაც მგონია, რომ მაგარი შედეგი ექნება. ჭამასაც ნელნელა უკლებ და დიეტის შემდეგაც უცებ არ გასუქდები.
12:14 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
მე ვიწყებ ხვალიდან.შედეგებს შეგატყობინებთ
16:27 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ეს დიეტა მაგონებს მოლა ნასრედინის ვირის ამბავს, ჭამას რომ გადააჩვია და მოუკვდა.
11:11 / 26-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ფიკრია
ეს დიეტა კი არა ტვიტმკვლელობაა
23:03 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მერი
დანარჩენ დღეებშიც ხო შეიზლება წყლის მიგებაა? მე ძალიან ნელა ვიკლებ და ნინიმუმ ნეტა რამდენს დავიკლებ?
16:35 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ამას დიეტა კი არა ჭამის გადაჩვევა უნდა ერქვას :)
13:59 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონა
12 ივნისიდან ვარ ჩემებურ დიეტაზე,გაგანდობთ რადგან უკვე 5 კილო დავიკელი და თან აქტიურად ვცხოვრობ სამსახურშიც დავდივარ და ოჯახსაც ვუვლი,ყოველდღე ვსვავ 2 ბოთლ მინერალურ წყალს ნებისმიერი მისაღებია,ავკრძალე პური და ტკბილეული,მხოლოდ მურაბს ან თაფლს ვღებულობ დღეში 1 ჩაის კოვზი,უმჯობესია 2 საათამდე მიიღოთ,ფქვილის ნაწარმს საერთოდ არ ვღებულობ,მხოლოდ წიწიბურა(200გრ) ან გერკულესი(3ს/კ.)ბოსტნეულის სალათას ზეთით ვჭამ,ხილს კეფირთან ერთად,საღამოს 10 კი ვიკვებები დროის შეზღუდვა არ მაქვს.არაჩვეულებრივად ვარ,განტვირთვას ვაკეთებ ყოველ ორშაბათს და ვღებულობ ბევრ წყალს.თუ გსურთ მომბაძეთ კმაყოფილი დარჩებით სასწორზე რომ დადგებით.... :D:D:D
12:10 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
GIA
დაიცვა ვინმემ ეს დიეტაა???
23:26 / 24-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მია
მე მგონი ორგანიზმი ნელ-ნელა ეჩვევა საკვების მინიმუმის მიღებას. სავარაუდოდ ღირსება ეს არის და თანაც იცი რომ მესამე ან მეოთხე დღეს შეჭამ ფსიქოლოგიურად უძლებ
19:17 / 24-06-2013
გამოხმაურება / 0 /
რიტა
მეც ვერ გავიგე მაგრამმ მგონი კარგი იქნება
19:03 / 24-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS