24 ივნისი, 2013
გერმანული დიეტა - მინუს 18 კილოგრამი
აღსანიშნავია, რომ სისტემის ყველა ინგრედიენტი აუცილებლად ახალი უნდა იყოს. გერმანული დიეტის განმავლობაში შეიძლება უსაზღვროდ დალიოთ წყალი საშუალო შედეგი - 7 კვირაში 18 კილოგრამამდე დაკლება. ეს დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივია. თანაც, ეს სწორედ დიეტაა და არა კვების სისტემა. აღსანიშნავია, რომ დიეტა შედარებით არათანაბარზომიერია მთელი 7 კვირის განმავლობაში - და დამატებით, ყველა კვირასთან ერთად კვირის საერთო კალორიულობა კლებულობს - ბოლო, მეშვიდე კვირაში ყველაზე დაბალია გამოყენებული კალორიების რაოდენობა. აკრძალული პროდუქტები ყოველკვირეულად სულ უფრო და უფრო იმატებს რაოდენობაში.

აღსანიშნავია,
რომ სისტემის ყველა ინგრედიენტი აუცილებლად ახალი უნდა იყოს. გერმანული დიეტის განმავლობაში შეიძლება უსაზღვროდ დალიოთ წყალი (არაგაზირებული და არამინერალიზებული - ის არ ამძაფრებს შიმშილის განცდას). ალკოჰოლი ნებისმიერი სახით გამორიცხულია.

გერმანული დიეტის მენიუ 7 კვირის განმავლობაში

პირველი კვირა:
ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი (არაფერი წყლის გარდა) - 5 ლიტრამდე; პირველი კვირის დანარჩენი დღეები - თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.

მეორე კვირა:
ორშაბათს მხოლოდ წყალი დალიეთ; სამშაბათს - ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი (მეტი არაფერი); მეორე კვირის დანარჩენ დღეებში - თქვენთვის ჩვეულებრივი კვების რეჟიმი.

მესამე კვირა:
ორშაბათს მხოლოდ წყალი დალიე; სამშაბათს - ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი; ოთხშაბათს - ორ კილოგრამამდე ვაშლი (და მეტი არაფერი); მესამე კვირის დანარჩენ დღეებში - თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.

მეოთხე კვირა:
ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი; სამშაბათს - ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი; ოთხშაბათს - ორ კილოგრამამდე ტკბილი ან მჟავე ვაშლი; ოთხშაბათს შეიძლება დალიოთ მხოლოდ ახალგამოწურული (არაკონსერვირებული) ნებისმიერი (ბანანის გარდა) ხილის ან ბოსტნეულის წვენი; მეოთხე კვირის დანარჩენ დღეებში - თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.

მეხუთე კვირა:
ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი; სამშაბათს - ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი; ოთხშაბათს - ორ კილოგრამამდე ნებისმიერი ვაშლი; ხუთშაბათს დალიეთ ახალგამოწურული (ბანანის გარდა) ხილის ან ბოსტნეულის წვენი; პარასკევს დალიეთ მხოლოდ ერთპროცენტიანი უცხიმო (დანამატების გარეშე) კეფირი; შაბათ-კვირას - თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.

მეექვსე კვირა:
ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი; სამშაბათს - ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი; ოთხშაბათს - ორ კილოგრამამდე ნებისმიერი ვაშლი; ხუთშაბათს დალიეთ ახალგამოწურული (ბანანის გარდა) ხილის ან ბოსტნეულის წვენი; პარასკევს დალიეთ მხოლოდ ერთპროცენტიანი უცხიმო (დანამატების გარეშე) კეფირი; შაბათს - ერთ კილოგრამამდე ორთქლზე დამზადებული ანანასი ან ყაბაყი (არაკონსერვირებული). კვირას - თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.

მეშვიდე კვირა:
ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი; სამშაბათს - ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი; ოთხშაბათს - ორ კილოგრამამდე ნებისმიერი ვაშლი; ხუთშაბათს დალიეთ ახალგამოწურული (ბანანის გარდა) ხილის ან ბოსტნეულის წვენი; პარასკევს დალიეთ მხოლოდ ერთპროცენტიანი უცხიმო (დანამატების გარეშე) კეფირი; შაბათს - ერთ კილოგრამამდე ორთქლზე დამზადებული ანანასი ან ყაბაყი (არაკონსერვირებული); კვირას - დალიეთ მხოლოდ წყალი, 5 ლიტრამდე.

ღირსებები:
გერმანული დიეტის პლუსი ის არის, ეფექტურად ხდებით. დიეტის შემდეგ წონას არ კრეფთ - მიღწეულ შედეგს დიდხანს ინარჩუნებთ.

ნაკლოვანებები:
მინუსი მისი ხანგრძლივობაა - მაგალითად, მივლინების ან შვებულების დროს მისი დაცვა ძნელია.

სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 41 /
ნინონი
მესამე კვირას ვიწყებ ორშაბათს და არ დამიკლია. ვნერვიულობ ძალიან.:((
16:40 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ორშაბათს მესამე კვირა მეწყება და არ დამიკლია, ძალიან ვნერვიულობ :((
16:38 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეხლა ორშაბათს მესამე კვირაა და არ დამიკლია საერტოდ,რა ვქნა? იმედი მქონდა ამ დიეტის:((
16:33 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ira
davkarge es dieta pirveli kvira gavakete,exla meore kvira maq da jlivs vipove...magrad gamixarda:))))))))))))))0
14:43 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ირა
მაგარიაააააააააააააააააააააააააააა
14:41 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თეონა
აგი მომკლავს მე თუ მომკლავს მშიაა დღეს წყალზე ვარ დაა..... :( :( მშია ხალხნოო :D :D
00:02 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თეონა
არ შეიძლება რომ ვაშლის მაგივრად მაგალიტად ფეიხო ვჭამო ? არ მიყვარს ვაშლიი :( :( :(
12:35 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ხატია
ძალიან მაგარი დიეტაა, თან არც ისე ძნელია.. საკმაოდ შედეგიანია 8 კილო დავიკელი 3 კვირაზე
19:02 / 04-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ესსასიკვდილო დიეტაა????ჯობია 6ის მერე აგარ ჩამო
17:13 / 01-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკო
Pორთოხლის ნაცვლად ვაშლი რომ მივირტვა არ სჰეიცლება?
14:11 / 13-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS