02 ნოემბერი, 2014
წელის ტკივილის მკურნალობა სახლის პირობებში - 5 უნიკალური რეცეპტი
პროცედურები უნდა ჩაიტაროთ სიმპტომების მოხსნამდე წელის ტკივილის დროს სიმპტომების მოსახსნელად სასიკეთოდ და ეფექტურად მოქმედებს დაზელა და კომპრესები. სამკურნალო საშუალებების დამზადება შეგიძლიათ სახლის პირობებში. პროცედურები უნდა ჩაიტაროთ სიმპტომების მოხსნამდე.

1. 100 გ მსხვილი მარილი გახსენით 1 ლ ადუღებულ წყალში, დაასველეთ ხსნარში დოლბანდი და ძილის წინ დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. შეიხვიეთ თბილი შარფით.

2. თაფლით დაიზილეთ წელი და შეიხვიეთ თბილი შარფით.

3. ევკალიპტის ნაყენით (იყიდება აფთიაქში) დაიზილეთ მტკივნეული ადგილი და შეიხვიეთ თბილი შარფით.

4. 1 თავი ნიორი დაჭყლიტეთ და
გაწურეთ. ნივრის წვენს დაამატეთ 1 ლიმონის წვენი და შეიზილეთ წელის არეში. თბილად შეიხვიეთ შარფით.

5. 1 ც. საშუალო ზომის ჭარხალი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. კანიანად გახეხეთ წვრილ სახეხზე და გაწურეთ დოლბანდში. წვენი შეგიძლიათ დალიოთ, ხოლო მიღებულ ფაფაში დაამატეთ 1 ს.კ. საავიაციო ნავთი და კარგად აურიეთ. ნარევი თანაბრად გაანაწილეთ დოლბანდზე და კომპრესი ძილის წინ დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, კანსა და ნარევს შორის უნდა იყოს მოქცეული დოლბანდის ფენა. კომპრესს ზევიდან დაადეთ ცელოფანი და შეიხვიეთ თბილი შარფით. დილით ბევრად უკეთესად იგრძნობთ თავს. შესაძლოა ერთმა პროცედურამაც კი გიშველოთ.

სანამ გამოიყენებთ ზემოაღნიშნულ რეცეპტებს, უნდა გახსოვდეთ, რომ წელის ტკივილი შეიძლება იყოს გამოწვეული არა მხოლოდ ოსტეოქონდროზით, რადიკულიტით ან უბრალოდ გაციებით, არამედ ის შეიძლება იყოს ისეთი სერიოზული დაავადებების მომასწავებელი , როგორებიცაა თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის, სასქესო სისტემის ორგანოების და სხვა.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
888
წელის ტკივილის მიზეზეი ხშირად დსკის თიაქარია,ასე რომ ეს რეცეპტი ვერაფერს უშველის მაგ პრობლემას.
13:00 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
გამოცდილი
ყველა ეს საშუალება მაქვს ნაცადი და დადასტურებით ვიტყვი, ოსტეოქონდროზით გამოწვეული ტკივილების დროს კარგია, მაგრამ ვერ შველის.ისე, დროებით ტკივილს ხსნის და ეგეც კარგია.
22:17 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS