ამ პრობლემის წინაშე ცნობილებიც დგებიან, რომელთა შორის პრინცესა დიანაც იყო. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ამ დაავადებით იტანჯებოდა. მისმა აღიარებამ ყველა მიახვედრა, ამ დაავადების გლობალურობა.
ინგლისელმა სპეციალისტებმა ბულემიასთან საბრძოლველად სწორი კვების ახალი მეთოდს მიაგნეს, რომლის ეფექტურობაც ლედი დიმ დაადასტურა.
მაინც რაში მდგომარეობს პრინცესა დიანას დიეტა?
პირველად დილის 8-9 საათზე უნდა იკვებოთ. მიირთვით გრილზე შემწვარი ბეკონი, მოხარშული თევზი და პურის ორი პატარა ნაჭერი, რომელზეც შეგიძლიათ წაუსვათ თაფლის, ან კარაქის თხელი ფენა. დესერტად შეგიძლიათ მიირთვათ ცოცხალი ხილი. საათის ან საათნახევრის შემდეგ დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი.
სადილი შედგება ბულიონისგან და ერთი დიდი ან ორი პატარა კარტოფილისგან, რომელიც კანიანად უნდა მოხარშოთ. კარტოფილი შეგიძლიათ მიირთვათ თევზთან, ხორცთან ან კვერცხთან ერთად. კარტოფილის შემცვლელად შეგიძლიათ მიირთვათ, პურის პატარა ნაჭერი, რომელზეც ძალიან თხელი კარაქის ფენა იქნება გადასმული. სადილის დესერტად შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულის სალათა და ხილი. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ სუსტი ჩაი რძით.
ვახშმად კი შეგიძლიათ მიირთვათ ის, რაც სადილზე ბოლომდე ვერ შეჭამეთ. ამაში მდგომარეობს დიეტის მთელი ეშმაკობა.
თუ სადილზე ყველაფერი მიირთვით, მშიერი დარჩებით. და ვახშამზე მხოლოდ წყლის დალევა მოგიწევთ.
ამ დიეტის ხანგრძლივობა თოთხმეტი დღეა. ყველაზე რთული პირველი ექვსი დღეა, რომლის განმავლობაშიც ორგანიზმი უნდა გადაეჩვიოს კვების მიჩვეულ რეჟიმს. ექვსი დღის შემდეგ ყველაფერი ადვილი ხდება. ამავე დროს დიეტის პირველ შედეგს იღებთ. წონა და ზედმეტ სანტიმეტრები გაკლდებათ. ექიმების კვლევა ადასტურებს, რომ ბულემია დაავადება კი არა ნერვიულობის შედეგად მიღებული სიმპტომია, როდესაც ადამიანი ინსტიქტურად ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს და პრობლემა `შეჭამოს~.
ამიტომ ბოლოს ერთ მნიშვნელოვან რჩევას მოგცემთ. ნაკლებად ინერვიულეთ და თქვენ არ დაგჭირდებათ არანაირი დიეტა.
კესო ლაღიძე