27 ოქტომბერი, 2014
7 პროდუქტი, რომლებიც იდეალურად მოქმედებენ სახის კანზე
"ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ" - უდავო ჭეშმარიტებაა. და ყველაფერი, რასაც მიირთმევთ საუზმეზე, აუცილებლად აისახება კანზე. ამიტომ შეიძლება ათასები დახარჯოთ პროფესიონალურ კოსმეტიკაზე და ბოტოქსზე.... და შეიძლება მარტივად ჩართოთ თქვენს რაციონში რაიმე ამ სასარგებლო პროდუქტების სიიდან, რომლებიც სასიკეთოდ იმოქმედებენ კანის ჯანმრთელობაზე და ხელს შეუშლიან ნაოჭების, გამონაყარის და სხვ.პრობლემების გაჩენას.

1. ნაღების კარაქი

მკაცრი ვეგეტარიანელებიც კი იშვიათად ამბობენ უარს კარაქზე. რატომ? პასუხი მარტივია - კარაქი თავისი ცხიმით უბრალოდ პანაცეაა ჯანმრთელი კანისთვის, სწორედ ის მატებს მას სიმკვრივეს და აფერხებს
მის დაბერებას. ასე რომ, კარაქის ნაჭერი გონივრულ ფარგლებში არ გაგიფუჭებთ ფიგურას და არ მოუტანს ზიანს სისხლძარღვებს, სამაგიეროდ დაეხმარება კანს.

2. ზეითუნის ზეთი თუ ნაღების კარაქი - კანისთვის აუცილებელი ცხიმია, ზეითუნის ზეთი - კანის ჯანმრთელობა და მბზინვარებაა კარგი სისხლის მიმოქცევის წყალობით. ზეითუნის ზეთს დამახასიათებელ სიმწარეს ანიჭებს ოლეოკანტალი, ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც აფერხებს კანის დაბერებას. ამის გარდა, ზეითუნის ზეთი მიზეზია შესანიშნავი კანის ფერის.

3. ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთს იყენებენ არა მხოლოდ კანის და თმის მოვლის პროცედურებში, არამედ ამატებენ ყოველდღიურ რაციონში. მას შეუძლია არა მხოლოდ სწრაფად მოაგვაროს კანის აქერცვლის, სიმშრალის და დაჭკნობის პრობლემა, არამედ გააძლიეროს იმუნიტეტი და გააუმჯობესოს ორგანიზმის საერთო მდგომარეობა.

4. წყალი

წყლის სარგებლობასა და მის როლზე კანის ჯანმრთელობაზე ყველამ იცის. დამატენიანებელი კრემების, ლოსიონების და ბალზამების მიზანია კანის უჯრედებში სინოტივის შენარჩუნება. არსებითად, ეს მთავარი პუნქტია სტატიაში. წყლის გარეშე ვერც ზეთი და ვერც თევზი ვერ გიშველით.

5. კეფირი

1 ჭიქა კეფირი ძილის წინ უნდა თავისებურ წესად იქცეს ყველასთვის, ვინც ოცნებობს კანთან დაკავშირებული პრობლემების დავიწყებაზე. სწორედ კეფირი ამარაგებს ჩვენს ორგანიზმს სუპერსასარგებლო ბაქტერიებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ოპტიმალურ ბალანსს და თვითონ ასინთეზირებენ კანისთვის საჭირო ვიტამინებს.

6. ციტრუსები

ციტრუსები, პირველ რიგში, ეს არის ვიტამინი С, რომელიც წარმოადგენს ერთერთ მთავარ დამხმარეს ბრძოლაში კანის ახალგაზრდობისთვის. ტყუილუბრალოდ არ იყენებენ ასე ხშირად სწორედ ამ ვიტამინს მრავალფეროვანი კრემების და შრატების ფუძედ. ფორთოხლის და გრეიფრუტის ახლადდაწურული წვენების რეგულარული მიღება - მკვრივი, უბერებელი კანის და შესანიშნავი კანის ფერის შედეგია.

7. შვრიის ფაფა (გერკულესი)

შვრია დიდი ხანია ცნობილი როგორს ერთერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი. შვრია შეგიძლიათ უბრალოდ მიირთვათ, და შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიღბის, სკრაბის სახით ან როგორც სახის კანის დასაბანი საშუალება.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS