2 კარგი დღეა პედიკიურისა და ეპილაციისთვის.
3 შეგიძლიათ ვარცხნილობის შეცვლა. თმის ბოლოების შესწორება.
4 ამ დღეს ორგანიზმი კარგად ითვისებს რძის პროდუქტებს.
5 სასურველია ამ დღეს მეტი ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას. სასარგებლოა სამკურნალო შიმშილობა, ორგანიზმის გაწმენდა წიდებისგან, სამკურნალო წვენების დალევა.
6 ამ დღეს კანი განსაკუთრებით კარგად შეიწოვს სამკურნალო ნიღბებს.
7 მოერიდეთ გარეგნობაში, ვარცხნილობაში ცვლილებებს. კარგი დღეა მასაჟი ეთერზეთების გამოყენებით.
8 სასარგებლოა ფეხით სეირნობა. თმის ფერი მხოლოდ ბუნებრივი
9 კარგი დღეა აბანოსთვის (სასურველია გოგირდის). ორგანიზმის გასაკაჟებლად ბალახეულობის გამოყენება. სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება. მოუარეთ კანს, აგრეთვე კარგი დღეა დიეტისა და სამედიცინო პროცედურებისთვის.
10 უმჯობესია დილით ტრენაჟორებზე ივარჯიშოთ, თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, საღამოს სუფთა ჰაერზე ისერინეთ, იძუნძულეთ.
11 მოუარეთ კანს, აგრეთვე კარგი დღეა დიეტისა და სამედიცინო პროცედურებისთვის. სტომატოლოგთან ვიზიტი სხვა დღისთვის გადადეთ.
12 დღეს ფული საკუთარ თავს დაახარჯეთ: მოიწყვეთ შოპინგი, ეწვიეთ სილამაზის სალონს, ღირსშესანიშნავ ადგილებს.
13 მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს. ეს დღე სულისა და სხეულის დასვენებას, მის სრულყოფილებას დაუთმეთ.
14 ეწვიეთ გინეკოლოგს. აგრეთვე კარგი დღეა სახის გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩასატარებლად.
15 გაიხსენეთ ბებიების რეცეპტები და მათი დახმარებით აღიდგინეთ ჯანმრთელობა, დაიბრუნეთ სილამაზე. აგრეთვე კარგი დღე სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად. დიეტის დასაცავად.
16 ეწვიეთ სილამაზის სალონს, შეიცვალეთ ვარცხნილობა. აგრეთვე კარგი დღე სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად. დიეტის დასაცავად.
17 სილამაზის სალონს დღის პირველ ნახევარში ეწვიეთ. მეორე ნახევარი პასიურ დასვენებას დაუთმეთ. დღის შეგიძლიათ ხორცმეტები (მეჭეჭი, ხალი) მოიშოროთ.
18 მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან, თქვენთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
19 კარგი დღეა ვარჯიშისა და თმაზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად. აგრეთვე დიეტისა და სამედიცინო პროცედურებისთვის.
20 შემოდგომის დეპრესიას ვარცხნილობის შეცვლა, ბუნებაში გასეირნება და გამაჯანსაღებელი პროცედურები, ვარჯიში დაგამარცხებინებთ.
21 გაფრთხილდით, არ გაცივდეთ. შეარჩიეთ თქვენთვის სასარგებლო დიეტა. აგრეთვე კარგი დღეა თმის შესასწორებლად, კანის გამაახალგაზრდავებელი და სამედიცინო პროცედურებისთვის.
22 კარგი დღეა სტომატოლოგიური პროცედურებისთვის. აგრეთვე, სექსუალური ურთიერთობისა და ბავშვის ჩასახვისთვის.
23 კარგი დღეა აბანოსთვის, დღე ისეთ საქმეებს დაუთმეთ, რაც სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ.
24 მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, სამედიცინო პროცედურები სხვა დღისთვის გადადეთ. აგრეთვე ნუ შეიჭრით თმას. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად. ვიტამინების მისაღებად.
25 ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგოდ. მიირთვით ლიმონიანი ჩაი. ორგანიზმი კარგად ითვისებს ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ საკვებს.
26 დღე დასვენებას, ორგანიზმის გაკაჟებას დაუთმეთ. ორგანიზმი კარგად ითვისებს ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ საკვებს.
27 დღის დაღლილობას საღამოს არომატული აბაზანა ან მასაჟი ეთერზეთების გამოყენებით მოგიხსნით.
28 დილიდან ენერგიის მოსამატებლად ივარჯიშეთ; შეასრულეთ აერობიკის ილეთები. აგრეთვე კარგი დღეა ფრჩხილების სამკურნალოდ, მანიკიურისთვის.
29 კანი გაანებივრეთ საკურნალო ნიღბებით. აგრეთვე კარგი დღეა ფრჩხილების სამკურნალოდ, მანიკიურისთვის.
30 ნეიტრალური დღეა, არაფერი გავნებთ. შეგიძლიათ სცადოთ გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. კარგ შედეგს მოგიტანთ მასაჟი ეთერზეთებით.
კესო ლაღიძე