26 ოქტომბერი, 2014
როდის ხდება სახიფათო გრეიფრუტის წვენი - პრობლემები გულთან, თირკმელების უკმარისობა, კუნთების დაშლა
გამოკვლევის მიხედვით 43 მედიკამენტს გრეიფრუტის წვენთან შეთავსებაში შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის სერიოზული პრობლემები. 2008 წელს ამ სიაში ირიცხებოდა მხოლოდ 17 პრეპარატი, მაგრამ ამჟამად გაირკვა, რომ გართულებების რისკი მნიშვნელოვნად უფრო მაღალია.

"ლეტალური შედეგის ალბათობა შეიძლება არ იყოს მაღალი, მაგრამ არ ღირს რისკების სათანადოდ არ შეფასება, - ხსნის სტატიის ერთერთი ავტორი პროფესორი დევიდ ბეილი. - ექიმებმა უნდა იცოდნენე და შეატყობინონ თავიანთ პაციენტებს იმის შესახებ, რომ რიგ ახალ პრეპარატებს შეუძლიათ უარყოფითად იმოქმედონ ჯანმრთელობაზე".

გრეიფრუტის წვენი შეიცავს ფურანოკუმარინებს, რომლებიც აფერხებენ
პრეპარატების ნორმალურ დაშლას და ზრდიან წამლის ტოქსიკურობას, ასევე გავლენას ახდენენ მათ მოქმედებას ორგანიზმზე. ამან, თავის მხრივ, შეიძლება მიიყვანოს დოზის გადაჭარბებამდე ან უფრო სერიოზულ გვერდით ეფექტებამდე. კერძოდ, შეიძლება გაჩნდეს პრობლემები გულთან, თირკმელების უკმარისობა, კუნთების დაშლა, სუნთქვასთან დაკავშირებული სიძნელეები და თრომბი.

და ბოლოს, უახლესი სამკურნალო პრეპარატების გარეშე კი გრეიფრუტის წვენი არ არის სახიფათო და მეტიც, ის ძალიან სასარგებლოა!

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS