25 ოქტომბერი, 2014
როგორ გავიწმინდოთ სისხლი ლიმონის ნაყენით - ჩაიტარეთ კურსი წელიწადში ერთხელ
ნიორის სამკურნალო თვისებები, უძველესი დროიდან ცნობილია. ნიორი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია გულსისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ლიმონის ფასეულობა კი სისხლძარღვოვან სისტემაში მდგომარეობს მასში შემავალ ფლავონიდებსა, ეთერზეთებში და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებში.

მოცემული რეცეპტისთვის დაგჭირდებათ:

16 ც. თხელკანიანი ლიმონი და 16 თავი კარგი ხარისხის ნიორი.

დამზადების წესი:

მოამზადეთ 4 ლიმონი და 4 თავი წინასწარ გარჩეული ნიორი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული ფაფა მოათავსეთ 3 ლიტრიან შუშის ქილაში და გაავსეთ ქილა თბილი ანადუღარი წყლით. დაახურეთ თავსახური და დადგით
დასაყენებლად 3 დღე ოთახის ტემპერატურაზე. პერიოდულად მოურიეთ.

გამოყენება:

მიიღეთ ნაყენის ½ ჭიქა მშიერ კუჭზე 3-ჯერ დღეში. მიღების დაწყებიდან ერთ კვირაში მოამზადეთ ნაყენის მეორე ქილა. იმ დროისთვის, როცა დაგიმთავრდებათ პირველი ქილა, მზად გქონდეთ მეორე ქილაც. სულ საჭიროა 4 სამლიტრიანი ქილის მიღება.

ყოველი ქილის მიღების ხანგრძლივობაა 10 დღე, ამიტომ გაწმენდის მთლიანი კურსი შეადგენს 40 დღეს. ამ პერიოდში საჭიროა დიდი რაოდენობის წყლის მიღება (არა ნაკლებ 2 ლ), რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვევის ეფექტურ გაწმენდას. ამგვარი გაწმენდა საკმარისია ჩაიტაროთ წელიწადში ერთხელ.

ასეთი მკურნალობა დაგეხმარებათ ქოლესტერინის დონის შემცირებაში და წნევის დარეგულირებაში, ამის გარდა მოგიხსნით თავის ტკივილის პრობლემას.
მოცემული მეთოდი არ არის რეკომენდებული კუჭნაწლავის სისტემის ანთებითი პროცესების მქონე ადამიანებისთვის.

კესო ლაღიძე








FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სამი
არა.....
16:18 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაცაცო
რათქმა უნდა ორსულებში არ არის რეკომენდებული ალბათ ხომ?
11:24 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS